სტუ- ის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტი, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობდნენ
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პარტნიორობის ფარგლებში, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტი იერჟი გროჰულსკი, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტი აგნიეშკა კალინოვსკა-სოლტი და ვიცე – პრეზიდენტი მარეკ ხრობაკი, გაეცნენ.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები განხილულ იქნა ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის იმპლემენტაცია.
სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით, არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი (UIA) არის მნიშვნელოვანი გაერთიანება, რომელიც საზღვრავს დარგის საგანმანათლებლო პროგრამებში სტანდარტებს.
„საქართველოს არქიტექტორთა კავშირი არის, მსოფლიოს უდიდესი ორგანიზაციის, არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის წევრი. UIA ორწელიწადში ერთხელ ატარებს კონგრესს, გამოფენებს, რომელიც ჩვენც ვმონაწილეობთ. საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტანდარტის ჩამოყალიბებისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ UIA-ს რეკომენდაციებით. ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საგანმანათლებლო ნაწილს. ამდენად, არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტისა და ვიცე – პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენთვის. სტუმრებმა დაათვალიერეს ფაკულტეტზე არსებული საწავლო სტუდიები, წარვადგინეთ ფაკულტეტი და გავაცანით ის მეთოდოლოგია, რომლითაც სწავლება მიმდინარეობს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცენტრალურმა დისციპლინამ – არქიტექტურული პროექტირება. სტუმრებმა ნახეს როგორ მუშაობენ ჩვენი სტუდენტები, მათი აღფრთოვანება გამოიწვია ფაკულტეტის მიდგომამ, გარკვეულ ეტაპამდე პროექტის ხელით დამუშავების შესახებ. მიუხედავად იმისა, ყველა სტუდენტმა იცის როგორ იმუშაოს კომპიუტერთან, ჩვენ ვთვლით, რომ ესკიზის ხელით დამუშავება არის აუცილებელი. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ეს მიდგომა საინტერესო და მნიშვნელოვანია. მეორე ასპექტი, რამაც ასევე მოწონება დაიმსახურა არის ის, რომ ჯგუფში, რომელიც 23-25 სტუდენტითაა დაკომპლექტებული, ორი პედაგოგი მუშაობს. ისინი მოწვეული, პრაქტიკოსი არქიტექტორები არიან. ჩვენი სტუდენტები, მეოთხე კურსის პირველ სემესტრში, პრაქტიკას სწორედ მოწვეული არქიტექტორების სტუდიებში გადიან. შეხვედრაზე გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული მიმართულება – ეკოლოგიური არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება. ეს არის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, მსოფლიოსთვის. სასიხარულოა, რომ არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენ განვახორციელებთ ერთობლივ კვლევებს და პროექტებს, რომელშიც ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები იქნებიან ჩართულნი“, – განაცხადა პროფესორმა ნინო იმნაძემ.
შეხვედრის დასასრულ არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტმა იერჟი გროჰულსკიმ, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტმა აგნიეშკა კალინოვსკა-სოლტიმ და ვიცე – პრეზიდენტმა მარეკ ხრობაკიმდაათვალიერეს სტუდენტთა შემოქმედების გამოფენა, სადაც წარდგენილი იყო სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა ნამუშევრები.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...