სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ მორიგი საგაზაფხულო სესია დაიწყო
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც, ამჯერად უკვე 71 მოსწავლეს შეუძლია გააკეთოს სწორი არჩევანი პროფესიის შერჩევისას“, – ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ ექსკლუზიური პროექტის საგაზაფხულო ეტაპის გახსნისას განაცხადა.
„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს ჩამოყალიბდა. პროექტი და შესაბამისად პროგრამა, რომლის მიხედვითაც მომავალი სტუდენტები ბიზნესის საფუძვლებს სწავლობენ, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა.
როგორც რუსუდან ქუთათელაძემ, პროექტის მორიგი საგაზაფხულო ეტაპის გახსნისას აღნიშნა, გასული წლების სესიებში მონაწილეობა მიიღო 300-მდე მოსწავლემ, თბილისი და რეგიონების 50-მდე საჯარო და კერძო სკოლიდან.
„მიმდინარე სესიაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია თბილისის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა გაიარეს და გასული წლებისგან განსხვავებით წელს 71 მოსწავლე მიიღებს სესიებში მონაწილეობას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დამსწრეთა რაოდენობის გაზრდა გამოწვეულია მზარდ დაინტერესებასთან. მადლობას მოვახსენებ რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის. სწორედ მისი უშუალო ჩართულობის საფუძველზე გავზარდეთ ადგილების რაოდენობა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის 123-ე, 54-ე, 18-ე, 213-ე, 60-ე, 61-ე, 55-ე, 51-ე, 179-ე, 47-ე, 32-ე, 135-ე, 71-ე საჯარო სკოლების, კერძო სკოლა „დეას“, წმინდა ილია მართლის სკოლის, ბევრი სხვა ბიზნესსკოლის დირექციებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს პროექტში ჩართულობისთვის. ტექნიკური უნივერსიტეტის ამ სოციალური პროექტის მიზანია, გზა გაუკვალოს ახალგაზრდებს, რომლებიც უახლოეს პერსპექტივაში შესაძლებელია ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები გახდნენ. მიღებული ცოდნა მათ აუცილებლად გამოადგებათ პროფესიის უკეთ დაუფლებაში. ეს ერთგვარი ხიდია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. სკოლებს პროექტში მონაწილეობას, სრულიად უსასყიდლოდ ვთავაზობთ. გამოხმაურებამ, პროექტის ამოქმედებიდან დღემდე, მოლოდინს გადააჭარბა. სამწუხაროდ, ყველა მსურველის ჩართვა, მიუხედავად ადგილების რაოდენობის გაზრდისა, ვერ ხერხდება. თუმცა, რექტორის გადაწყვეტილებით, ვეცდებით ყოველწლიურად გავზარდოთ მისაღები კონტინგენტის რიცხვი. წარმატებები მინდა ვუსურვო მომავალ სტუდენტებს, ჩვენს მსმენელებს”, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.
ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ მიქელაშვილის თქმით, სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეხუთე აბიტურიენტი სწავლის გაგრძელებას ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავს.
„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ამოცანაა, მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მომავალ პროფესიაზე. ჩვენ მათ ამომწურავი პასუხები გავეცით კითხვებზე: რა არის ბიზნესი და ეკონომიკა, რა არის მენეჯმენტი და მარკეტინგი, ემოციური ინტელექტი და ლოგიკური აზროვნება, ლიდერობა და ბიზნეს ეტიკეტი. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლითაც სკოლის მოსწავლეს, მთლიანობაში, წარმოდგენა ექმნება თავის მომავალ პროფესიაზე. მოსწავლეებს ლექციებს უკითხავენ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, სწავლების კუთხით, ჩვენი დოქტორანტებიც მონაწილეობენ“, – აღნიშნა მერაბ მიქელაშვილმა.
„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ორთვიანი საგაზაფხულო სესია გაგრძელდება ექვსი კვირა და 11 მაისს დასრულდება.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...