სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა საერთაშორისო თხევადკრისტალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლების: გია პეტრიაშვილის, ქეთევან ჩუბინიძის, ანდრო ჭანიშვილის და ნინო ფონჯავიძის შემადგენლობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო თხევადკრისტალურ კონფერენციაში – ECLC-2025, მონაწილეობა მიიღო.
საერთაშორისო თხევადკრისტალური კონფერენცია პრაღაში (ჩეხეთი) გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 200-ზე მეტმა წამყვანმა მეცნიერმა. ECLC-2025 – ზე პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ქართველი მეცნიერები იყვნენ მიწვეული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებებით:
- ტემპერატურით გადაწყობადი ქოლესტერულ თხევადკრისტალურ სარკეზე დაფუძნებული ჰიპერსპექტრალური გამოსახულების ხელსაწყო;
- თხევადკრისტალურ მიკროსფეროებზე დაფუძნებული შიდა და გარე სტიმულაციებზე რეაგირებადი წამლის მიწოდების ჭკვიანი სისტემები;
- კონუსური ფორმის გამოსხივება საღებარჩამატებული ქოლესტერული თხევადკრისტალური ფენიდან;
- სპიროპირანით ჩამატებულ თხევადკრისტალურ პოლიმერულ ფირზე დაფუძნებული მრავალჯერადად გამოყენებადი UVA/UVB რადიაციის დოზიმეტრი და ლაზერული გამოსხივება ქოლესტერული თხევადკრისტალური ფენის ფართე უბნიდან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, გია პეტრიაშვილის თქმით, ქართველი მეცნიერების მიერ წარდგენილმა მოხსენებებმა, კონფერენციის მონაწილეებს შორის, დიდი დაინტერესება გამოიწვია.
გაიმართა დისკუსიები და სამეცნიერო მსჯელობები მოცემული საკითხების ირგვლივ. კონფერენციის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა სურვილი და დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის, Horizon Europe და Nato-ს ფარგლებში.
„ECLC-2025-ის კონფერენციაში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროფესიული და სამეცნიერო გამოცდილება იყო, იმდენად, რამდენადაც თხევადკრისტალური მასალების კვლევის სფეროში ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმია, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს აერთიანებს. ფაქტი, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ საქართველოდან ვიყავით მიწვეული, და თავად საქართველოდან მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მივიღეთ მონაწილეობა, მოწმობს ჩვენი ქვეყნისა და კონკრეტულად ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ გაზრდილ ნდობასა და ინტერესს, რაც უდავოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, უშუალოდ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სწორი პოლიტიკის დამსახურებაა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პლატფორმები არა მხოლოდ ჩვენი კვლევების გაცნობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს, არამედ საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენასაც ემსახურება. კონფერენციაზე წარმოდგენილი შედეგებისადმი გამოხატული ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ მეცნიერებას თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში სიტყვა ეთქმის “, – აცხადებს გია პეტრიაშვილი.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...