სტუ-ის მკვლევართა ჯგუფი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „IEEE/ICCA 2025” მოხსენებით წარდგა

News

22-24 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა: თამარ ლომინაძემ, გივი გავარდაშვილმა, ლილი პეტრიაშვილმა, ნინო თოფურიამ, გია სურგულაძემ და თალიკო ჟვანიამ, ნატოს SPS G6028 გრანტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო IEEE საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „IEEE/ICCA 2025 – International Conference on Computer & Applications, სადაც წარადგინეს მოხსენება თემაზე: „Integration of IoT and AI Technologies for Predicting the Ecological Status of Black Sea Water“.

გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი უნივერსიტეტის შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზე.

ვულოცავთ ჩვენს მკვლევარებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ახალ სამეცნიერო და შემოქმედებით მიღწევებს, მომავალი პროექტებისა და კვლევების განხორციელებაში.


Related

მოგვწერეთ