სტუ-ის მკვლევრები და სტუდენტები ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი ტიპის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ.
ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების პროექტს ხელმძღვანელობას უწევენ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი თამაზ ხმელიძე და სამხედრო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი რევაზ სახვაძე.
თანამედროვე მშენებლობასა და არქიტექტურაში ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება. მათ შესაქმნელად და ფუნქციური ამოცანების გადასაწყვეტად ჯგუფი მიმართავს კომბინირებულ მეთოდს, რაც გულისხმობს საინჟინრო კონსტრუქციების, სხვადასხვა მექანიზმის, ელექტრონული სისტემების, ასევე, მართვისა და კონტროლის პროგრამული მოწყობილობების სინთეზურად გამოყენებას.
როგორც პროექტის ხელმძღვანელები და სტუდენტები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ისინი ახალი ტიპის დროებითი გადახურვის კონსტრუქციების შექმნა-დახვეწაზე მუშაობენ. პროექტის მიზანია, შეიქმნას ისეთი ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ეფექტიანი, სწრაფი და საიმედო გადახურვა.
პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორის, თამაზ ხმელიძის განცხადებით, ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნით, ჯგუფი მიზნად ისახავს, სამშენებლო დარგში გადაჭრას რიგი მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც ერთდროულად უკავშირდება მრავალფუქციურობას, ზესიმსუბუქეს, თვითამძრაობას, ბიუჯეტურობასა და ექსპლუატაციის პროცესში მედეგობას.
„ახალი ტიპის გადახურვის მობილური და ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების გამოყენება ფართოდ არის შესაძლებელი მშენებლობასა და არქიტექტურაში. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი კომპლექსები, ჰიდრონაგებობები, მრეწველობასა და ინდუსტრიაში – გადასატანი ქარხნები და ფაბრიკები, ავტოფარეხები, სოფლის მეურნეობაში – სასათბურე კომპლექსები, იშვიათი პლანტაციები, ასევე, კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დროებითი სივრცეები. ჩვენი უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს გადახურვის ისეთი კონსტრუქციების შექმნა-სრულყოფაზე, რომელიც შეითავსებს მრავალფუნქციურობას, იქნება ზემსუბუქი, რითაც შეამცირებს გადახურვის წონას, იქნება ძალიან ბიუჯეტური, რითაც შეამცირებს მასალების ხარჯს, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, იქნება თვითამძრავი, სწრაფი და შეძლებს შესაბამისი თანამიმდევრობით დაკეცვასა და გაშლას და ა. შ. მთავარია, ამ ახალი ტიპის ტრანსფორმირებადმა კონსტრუქციებმა საგრძნობლად შეამციროს მშენებლობის ღირებულებაც და ხანგრძლივობაც“, – აღნიშნავს თამაზ ხმელიძე.
სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფმა (ხელმძღვანელი – პროფესორი თამაზ ხმელიძე, კონსტრუქციის ავტორი – სამხედრო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი რევაზ სახვაძე, მონაწილე სტუდენტები: თეიმურაზ საღინაძე და გიორგი შვანგირაძე), პროექტის ფარგლებში შექმნილი პირველი ახალი ტიპის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციის პროტოტიპი კასპის ტექნოპარკში, გასული წლის დეკემბერში გამართულ სამშენებლო მიმართულების ჰაკათონზე – „ConstrucThon 2.0“ – წარმატებით წარადგინეს. გარდა ამისა, ჰაკათონზე, წარდგენილი იყო სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტების (ლუკა მოდებაძე, გიორგი ჯოჯუა, თორნიკე თოდრაძე) იდეა, რომელიც ეხებოდა მშენებლობაში ე.წ. კობიაქსის სისტემების გამოყენებას საყოფაცხოვრებო მეორადი ბოთლების სახით, რასაც დიდი ეფექტი აქვს რკინაბეტონის კონსტრუქციებში ბეტონის ხარჯის შემცირებისა და პოლიმერული ნარჩენების უტილიზაციის თვალსაზრისით.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...