სტუ-ის ორგანიზებით ბათუმში გაიმართა „საზაფხულო სკოლა – ლაბორატორიული უნარ-ჩვევების ამაღლება ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ბათუმში გამართული „საზაფხულო სკოლის – ლაბორატორიული უნარ-ჩვევების ამაღლება ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით“ ათდღიანი სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, ქიმიური და მეტალურგიის ფაკულტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მკვლევრები.

როგორც სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძეს აღნიშნავს, საზაფხულო სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებში თანამედროვე ლაბორატორიული პრაქტიკუმების დანერგვას და გაუმჯობესებას.
დეკანის ინფორმაციით, სწავლების ეს მეთოდი მნიშვნელოვანია მონაწილეებში ისეთი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, როგორიცაა: კრიტიკული ანალიზისა და ახალი იდეების გენერირება, პროფესიულ სფეროში მიღებული შედეგების წარდგენა და განხილვა და ლაბორატორიული კვლევის ორგანიზება და ანალიზი.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ლექტორების, ლაბორანტებისა და სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების წილის გაზრდა საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებების სწავლებაში.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებებისადმი ინტერესი გამოხატეს. საზაფხულო სკოლის ეს კურსი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, სრულად დაეუფლონ ლაბორატორიულ უნარ-ჩვევებს ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით, ასევე, გაიუმჯობესებენ აპარატურასთან მუშაობის ტექნიკა, რაც საშუალებას მისცემს მათ, გაიღრმაონ ცოდნა შესაბამის მიმართულებებში და დანერგონ ახალი სასწავლო მეთოდები უნივერსიტეტებში. მადლობას ვუხდი საზაფხულო სკოლის მენტორებს – აგრარულ მეცნიერებათა დოქტორს, ქრისტინე მუსელიანს და ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორს, თამრიკო ხობელიას. წარმატებებს ვუსურვებ კოლეგებს და სტუდენტებს“, – აცხადებს ედიშერ კვესიტაძე.
ცნობისათვის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ბათუმში საზაფხულო სკოლა ყოველწლიურად ტარდება.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...