სტუ-ის პროფესორი ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
„ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში განხორციელებული ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში სტრატეგიული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მსგავსი ფორმატის საერთაშორისო დიალოგი სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველია“, – ამის შესახებ სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის (IDS) პროფესორმა ნიკა შავიშვილმა RIBA-ში განხორციელებული ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
პროფესორი ნიკა შავიშვილი ლონდონში ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ნიკა შავიშვილი RIBA-ს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც IDS-ის პროფესორი შავიშვილი აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში დეტალურად გაეცნო ინსტიტუტის აკრედიტაციისა და ვალიდაციის პროცედურებს. განხილვის მთავარი მიზანი იყო საჭირო მოთხოვნების გაანალიზება, რათა IDS-მა უზრუნველყოს არქიტექტურული განათლების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ RIBA-სგან უშუალოდ მივიღოთ რეკომენდაციები. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება, რომ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო პრაქტიკის მოთხოვნებზე მორგებული პროგრამების განვითარებაში გავზარდოთ უცხოელი სტუდენტების მოზიდვის შესაძლებლობები. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო დიზაინის სკოლა რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ინოვაციურ საგანმანათლებლო ცენტრად ყალიბდება. მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორიცაა RIBA, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს IDS-ის ძალისხმევას ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას და ცნობადობას მსოფლიო არქიტექტურული განათლების სივრცეში. თანამშრომლობა ასევე შეუწყობს ხელს სტუდენტთა მობილობის გაზრდას, საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებას და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას“, – აცხადებს ნიკა შავიშვილი.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...