სტუ-ის პროფესორმა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტში სალექციო კურსი ჩაატარა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, უკვე მეორედ იმყოფებოდა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტში (პოლონეთი), სადაც სამოქალაქო მშენებლობისა და გარემოს დაცვის სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისათვის სალექციო კურსი ჩაატარა და ინოვაციური საპროექტო სამუშაოები შეასრულა.
გივი გავარდაშვილი შეხვდა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ჯერზი ჯარასზევსკის. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირისა და ნატოს საგრანტო პროექტების მომზადების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ასევე, Erasmus + ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადების შესახებ.
სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, 2021 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტს შორის, გაფორმებული კონტრაქტი ითვალისწინებს სალექციო კურსის (60 საათი) ჩატარებას თემაზე – ,,ინოვაციური მეცნიერება სამოქალაქო და გარემოს დაცვის მშენებლობაში“, ხოლო პრაქტიკული კი საკურსო სამუშაოების განხორციელებას ინოვაციური გარემოსდამცავი კონსტრუქციების, კერძოდ, სამიარუსიანი კომბინირებული დრენაჟის, ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის, თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციური კონსტრუქციის, მდინარის კალაპოტური ეროზიული პროცესების სტაბილიზაციისათვის ინოვაციური ნაგებობების და მთის ფერდობის წყლისმიერი ეროზიის მარეგულირებელი ბიო-საინჟინრო ღონისძიებების დაპროექტებისათვის მეცნიერული მეთოდოლოგიის დამუშავებას.
„ვიზიტის ფარგლებში ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის გეოინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ დარიუზ პოპილარჩიკსთან განვიხილეთ 2024-2028 წლებში გეოინჟინერინგის ფაკულტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივა. პროფესორ დარიუზ პოპილარჩიკის თხოვნით, ფაკულტეტის სამეცნიერო სემინარზე წარვდექი მოხსენებით – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ინოვაციური კვლევები და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ინსტიტუტის მონაწილეობა“. ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის გეოინჟინერინგის ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო სემინარი რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, გეოდეზიისა და სამოქალაქო მშენებლობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი იაცეკ რაპინსკი, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და უნივერსიტეტის სამოქალაქო მშენებლობისა და გარემოს დაცვის ინჟინერინგის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი, რომელსაც აქტიურად დაუჭირა მხარი რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებ“, – აცხადებს გივი გავარდაშვილი.
სალექციო კურსის დასრულების შემდგომ, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ჯერზი ჯარასზევსკის მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და მოიწვია მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“. ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 99 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024 წლის 13-18 ივლისს გაიმართება.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...