სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე CERN-ის მეცნიერებსა და გლობალური ექსპერიმენტების ლიდერებს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ცნობილ მეცნიერებს – CERN-ში მიმდინარე გლობალური CMS-ექსპერიმენტის ლიდერს, პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და CERN-ის SHIP ექსპერიმენტის სპიკერს, Imperial College London-ის (დიდი ბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორს, ანდრეი გოლუტვინს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის ხელმოწერილი ახალი მემორანდუმების ფარგლებში, სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციების შესახებ მსჯელობა იყო.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრი, დოქტორი ირაკლი ლომიძე.
მხარეებმა CERN/CMS ექსპერტიმენტის მეორე ფაზის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს, ასევე, მომავლის ციკლური კოლაიდერის – FCC-ის რეალიზების პირველი ეტაპის სამუშაოებსა და CERN/SHIP ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა მონაწილეობის შესახებ.
აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, CERN-ის მიმდინარე და სამომავლო გლობალურ ექსპერიმენტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის აქტიური ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში როგორც სტუ-ის, ასევე, ქართველ მკვლევართა ინტეგრაციისა და ქმედითად პოზიციონირების მხრივ.

როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ პროცესებში სულ უფრო მეტად ცდილობს ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ჩართვას.
როგორც CERN-ის მეცნიერებმა აღნიშნეს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია საუკეთესო შეფასებას აძლევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობას და დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ესპერიმენტში სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფის მიღწევებს, ასევე, დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას; შესაბამისად, CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მის მეცნიერებს არსებული და მომამავლის კოლაბორაციების შეუცვლელ წევრებად მოიაზრებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერები – პროფესორები ტიციანო კამპორეზი და ანდრეი გოლუტვინი, შეხვდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორს, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერ, პროფესორ ზვიად წამალაიძესა და CERN-LHC ჯგუფის წევრ მეცნიერებს, რომლებთან ერთადაც კოლაბორაციის უახლოეს სამოქმედო გეგმას განიხილავენ. გარდა ამისა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერები სტუ-ის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს გამართავენ.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...