სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ღირსების ორდენის კავალერის, საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოებისა და საბერძნეთის მწერალთა კავშირი საპატიო წევრის, საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებსა და მის აღზრდილებს.
„მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პიროვნების გარდაცვალება ტოვებს იმ სიცარიელეს, რისი გადმოცემაც სიტყვებით ძნელია. აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალებით ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს დააკლდა მკვლევარი, რომელმაც კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულებებს ახალი, მეთოდოლოგიურად გამართული კვლევითი პერსპექტივა მისცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი იმ სამეცნიერო სივრცის ფორმირებაში, სადაც ჰუმანიტარული განათლება და მეცნიერება ისტორიის, ენის და ეროვნული იდენტობის გააზრების საფუძვლია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა სახელით ვუსამძიმრებ რისმაგ გორდეზიანის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს, აღზრდილებს, მეგობრებსა და მთელ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას.
რისმაგ გორდეზიანის მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება ქართული მეცნიერების საგანძურში “, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.
ცნობისათვის:
- რისმაგ გორდეზიანმა 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი;
- 1976-2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი;
- 1982-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
- 1993-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი;
- 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
რისმაგ გორდეზიანი 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორია.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...