სტუ-ის რექტორი ფაზისის აკადემიის წევრად აირჩიეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ფაზისის აკადემიის 1752 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა გია კვაშილავამ ფაზისის აკადემიის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფაზისის აკადემიის XXVI სამეცნიერო სესია გაიმართა. სესიას, რომელიც გახსნა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა, ესწრებოდნენ სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრები და აკადემიის წევრები. დოქტორ გია კვაშილავას თქმით, ფაზისის აკადემიისთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ფაზისის აკადემიის წევრთა რიგებში მიღება.
„თვალსაჩინო და მნიშვნელოვანია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის წვლილი მეცნიერების განვითარებაში, განსაკუთრებით კი, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში. ვფიქრობ, მისი წევრობა კიდევ უფრო გააძლიერებს ფაზისის აკადემიის ინტელექტუალურ პოტენციალს და გახდება ახალი სამეცნიერო იდეების, ახალი თანამშრომლობის სტიმული. ვულოცავთ აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაზისის აკადემიაში გაწევრიანებას და ვუსურვებ მას წარმატებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში“, – აღნიშნა გია კვაშილავამ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტსა და აკადემიის XXVI სამეცნიერო სესიის მონაწილეებს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, გასული საუკუნის 70-იან წლებში ეროვნულად მოაზროვნე ქართველმა მამულიშვილებმა ისტორიული ფაზისის აკადემია აღადგინეს. 1974 წლის 29 ივნისს, აკადემიის აღდგენის დოკუმენტს ხელი მოაწერეს სასიქადულო ქართველმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ილია ვეკუამ, საქართველოს კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა, საქართველოს საზოგადოება „ცოდნის“ პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დამიანე გოგოხიამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ჩიტაიამ. აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია გახლდათ აკადემიის პირველი პრეზიდენტი, ხოლო სხვადასხვა დროს, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტები იყვნენ პროფესორი ილია ტაბაღუა, აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა და პროფესორი ნუგზარ ნადარაია. ფაზისის აკადემიის დამფუძნებელთა კრების წევრები იყვნენ ქართული საზოგადოების მხრიდან დიდად დაფასებული და ავტორიტეტული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ამირანაშვილი, ანდრია აფაქიძე, პავლე ინგოროყვა, ეგნატე ფიფია, თეოფანე დავითაია, შოთა ძიძიგური, კონსტანტინე ბარამიძე, ლეონიდე გორგილაძე, მიხეილ დარასელია, ზურაბ ანჩაბაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ლევან ფრუიძე. დავით გურგენიძის თქმით, დღეს ფაზისის აკადემია გვახსენებს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს, ინტელექტუალური და სულიერი მემკვიდრეობის ღრმა ფესვებს, საიდანაც თანამედროვეობის სახელოვანი მეცნიერები აგრძელებენ დიდ მეცნიერთა გაკვალულ გზას და იკვლევენ კოლხეთის ისტორიას.
„ფაზისის აკადემიის როლი ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში განსაკუთრებით ფასეულია. ის არა მხოლოდ ინარჩუნებს ჩვენს კულტურულ იდენტობას, არამედ იძლევა ნიადაგს ახალი იდეებისა და ინოვაციების გასაღვივებლად. მეცნიერთა თაობები, რომლებიც ამ აკადემიიდან მოდიან, გვახსენებენ, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებაზე ორიენტირებული მოღვაწეობა. უდიდესი პატივისცემის ნიშნად, მინდა აღვნიშნო, რომ სიგელი, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა გადმომცა, არ არის ჩემი პირადი მიღწევა, ეს არის თითოეული ჩვენგანის დაუღალავი შრომის შედეგი. იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენს საერთო მიზანს – განათლებული, პროგრესული და მეცნიერებაზე დაფუძნებული საქართველოს მომავლის აშენებას. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას და წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
ფაზისის აკადემიის XXVI სამეცნიერო სესიაზე სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მანქანების დეპარტამენტის პროფესორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ფაზისის აკადემიის წევრმა გელა ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე – „მეწყერსაშიშ ზონებში ლითონის ნარანდიანი ხიმინჯების გამოყენების მეთოდები“.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...