სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ოთხ პროფესორს უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორს, საერთაშორისო კომპიუტერული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, 100-მდე სამეცნიერო სტატიისა და ორ ათეულამდე წიგნის ავტორს ალიკო ცინცაძეს, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მენეჯერს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს,საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრს, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის წევრს, ღირსების ორდენის კავალერს, პროფესორ ზურაბ გასიტაშვილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ჯემალ გაბელიას, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორს, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველ ალექსანდრე ტალიაშვილს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა „ოქროს მედალი“ ალიკო ცინცაძეს, ზურაბ გასიტაშვილს, ჯემალ გაბელიას და ალექსანდრე ტალიაშვილს აკადემიური საბჭოს სხდომაზე გადასცა.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მათ არაერთი ღირსეული თაობა აღზარდეს და უდიდესი წვლილი მიუძღვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში.
„უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე ალიკო ცინცაძის, ზურაბ გასიტაშვილის, ჯემალ გაბელიას და ალექსანდრე ტალიაშვილის დამსახურების გათვალისწინებით, აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი მიენიჭებინა.
საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავ ჩვენს კოლეგებს ამ საპატიო ჯილდოს და ვუსურვებ წარმატებას სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობაში, მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო – „ოქროს მედალი” გაიცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის.
„ოქროს მედალი“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის წარდგინების საფუძველზე გაიცემა.
დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.
სტუ-ის ჯილდო დაარსებიდან დღემდე, 70-მდე პირს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...