სტუ-ის რექტორმა მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს როინ მეტრეველს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თავმჯდომარეობით, აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები და ასევე, საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, გენერალ-მაიორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები ესწრებოდნენ.
აკადემიურმა საბჭომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს მხარდაჭერის, ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მიესალმება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას, ისეთ დიდ მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, როგორიცაა როინ მეტრეველი, მიენიჭოს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება.
„მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიურ საბჭოს ჩემი ინიციატივის მხარდაჭერისა და აკადემიკოს როინ მეტრეველისთვის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისთვის. როინ მეტრეველი არის მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერი, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული მემატიანე, ამდენად, ჩემთვის დიდი პატივია აღვასრულო აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება და მივანიჭო მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. წარმატება და ხანგრძლივი მოღვაწეობა მინდა ვუსურვო ბატონ როინს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და აკადემიურ საბჭოს. როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი საინჟინრო უმაღლესი სკოლის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება.
„მე მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ვარ, მაგრამ, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება გამორჩეულია და ჩემთვის მეტად სასიხარულო. ჩვენს ქვეყანაში, ამიერკავკასიაში და მსოფლიოს მასშტაბით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გამორჩეული უნივერსიტეტები იყო, რაც დღემდე ასეა. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტის რექტორს, კოლეგებს და სტუდენტებს. კიდევ ერთხელ, მადლობა დაფასებისთვის“, – განაცხადა როინ მეტრეველმა.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...