სტუ-ის რექტორმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წლისთავის აღსანიშნად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, 30 წელი აფხაზეთთან და აფხაზეთის გარეშე, არის საქართველოს ისტორიის უმძიმესი და ამავდროულად, საქართველოს გაერთიანების იმედით სავსე პერიოდი.
„არაფერი ქრება, არც სიხარული და არც ტკივილი. დღეს, 27 სექტემბერს, დიდი ტკივილის დღეა – 30 წელი აფხაზეთთან და აფხაზეთის გარეშე!
30 წელია 27 სექტემბერი მძაფრი ტკივილით გვახსენებს სოხუმის დაცემას, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებსა და გულანთებულ მებრძოლებს, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები.
ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს მშობლიური მიწა-წყლის დასაცავად – ნათელი მათ სულებს!
ვამაყობთ წარსულით, ჩვენი გმირებით და ერთგვარი სიხარულით ვივსებით, როცა ვაცნობიერებთ, რომ დრომ ვერ წაშალა მათი თავდადება.
დღეს ჩვენ გვერდით საქართველოს მომავალი თაობა დგას. ისინი გაიზარდნენ აფხაზეთიდან შორს და აფხაზეთთან ერთად. სწორედ მათთან, ახალ თაობასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ შერიგების, მშვიდობისა და საქართველოს გაერთიანებისკენ.
დაე, მომავალი ჯვართამაღლება აფხაზეთში გვეზეიმოს. უფლის მადლი შეგვეწიოს ჩვენ და საქართველოს“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...