სტუ-ის რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე CoARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით წარდგა
„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგგარეშე შეკრება CoARA-ს კოალიციის დამფუძნებლის, პროფესორ შტეფან ბერგმანსის ვიზიტს უკავშირდება. დღეს ჩვენ საშუალება გვექნება მივიღოთ დეტალური ინფორმაცია მნიშვნელოვანი კვლევების დაგეგმვის, შეფასებისა და განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, — ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა.
საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძისა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმათლებლო დაწესებულების რექტორებისა და ვიცე-რექტორების წინაშე CoARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით – „EUA Research & Innovation Agenda 2027, seizing the moment, driving the change“ (ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კვლევებისა და ინოვაციების 2027 წლის დღის წესრიგი, მომენტის გაცნობიერება, ცვლილებათა სტიმულირება), წარდგა.
CoARA-ს კოალიციის დამფუძნებელმა, პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედ კონფერენციას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკითხით დაინტერესებისა და მასპინძლობისთვის. როგორც მან თავის მოხსენებაში აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA) წევრ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ერთიან ევროპულ პროექტებში და დაინტერესებულ მხარეებს საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილება გაუზიარონ.
პროფესორ შტეფან ბერგმანსის თქმით, საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებს საშუალება მიეცემათ საინტერესო, საჭირო და მაღალკვალიფიციური კვლევები წარადგინონ და მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა. მითუმეტეს, რომ ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში. მოხსენების დასასრულს, პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა დასმულ კითხვებს გასცა პასუხი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, CoARA, რომლის დამფუძნებელი პროფესორი შტეფან ბერგმანსია, კვლევების დამფინანსებელი ორგანიზაციებისა და შეფასების ეროვნული ორგანიზაციების სააგენტოების გლობალური კოალიციაა.
“საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მუშაობაში პროფესორ შტეფან ბერგმანსის მონაწილეობა არა მხოლოდ დიდი პატივია, არამედ საჭირო და დროულიც, რამეთუ ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს მიეცემათ შესაძლებლობა კვლევები და ინოვაციები კოალიცია CoARA-ში წარადგინონ და ქმედითი მხარდაჭერა დამსახურებულად მოიპოვონ. ქართული მეცნიერების განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. თავის მხრივ, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლების მეცნიერ-მკვლევრებისა და აკადემიური კორპუსისთვის უცხოელ კოლეგებთან კოლაბორაცია სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმდენად, რამდენადაც ქართველი მეცნიერებისგან, რომლებსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიო დონის მკვლევრები, უცხოელი მეცნიერები ნაშრომებისა და უახლესი კვლევების, ასევე, ინოვაციური იდეების შესახებ იღებენ ინფორმაციას. წარმატებები მინდა ვუსურვო კოლეგებს და მადლობა გადავუხადო კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად გიორგი ამილახვარს ურთიერთთანამშრომლობისა და უნივერსიტეტებისთვის მხარდაჭერისთვის“, — განაცხადა დავით გურგენიძემ.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციას 47 ქვეყანაში 850-მდე წევრი ჰყავს. ორგანიზაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...