სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე დამატებითი მიღება გამოცხადდა!
გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის ვაკანტურ ადგილებზე დამატებითი რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე – register.gtu.ge, 2024 წლის 19 სექტემბრიდან 20 სექტემბრის 18:00 საათამდე;
- სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის 4 ნაწილიდან, რომელიმე სამში მაინც აქვს გადალახული მინიმალური ზღვარი;
- გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 21 სექტემბერს, 10:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი – 2, პირველი სართული) კოსტავას ქ. N68: შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 21 სექტემბერს.
- სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 21 სექტემბერს, 10:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, კოსტავას ქ. N68 მე-5 სართული ოთახი N508, (ბიბლიოთეკაში); შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 21 სექტემბერს.
- სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2024 წლის 21 სექტემბერს, 12:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი – 2, პირველი სართული), კოსტავას ქ. N68: პირველადი შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 21 სექტემბერს, რომელიც იმავე დღესვე განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
- საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდების ჩატარების ადგილზე, 21 სექტემბრიდან-23 სექტემბრის 12:00 საათამდე. საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება იმავე დღეს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა), კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტები (ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები) განთავსდება 2024 წლის 24 სექტემბერს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
- სტუ-ის ფაკულტეტების დეკანატებში მაგისტრანტობის კანდიდატებმა სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ 2024 წლის 24 სექტემბრიდან -25 სექტემბრის ჩათვლით.
სტუ-ის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024/2025 სასწავლო წლისათვის:
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...