სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მიულოცა.
„დღეს, საქართველოს იურისტთა დიდ არმიას 200-ზე მეტი ძლიერი, განათლებული ახალგაზრდა შეემატა, რომლებიც მუშაობას გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის, მმართველობის, მეცნიერების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში და ხელში აიღებენ სადავეებს. ჩემთვის, როგორც დეკანისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლისას სტუდენტებმა შეიძინეს, გადაიტანონ რეალურ ცხოვრებაში, გამოიყენონ სამშობლოს აღმშენებლობის საქმეში და ასახელონ ჩვენი ქვეყანა მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას დეკანმა.
კურსდამთავრებულებს, ასევე, მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი. პროფესორმა თამარ წერეთელმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და მოპოვებული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თქვენ ხართ ძალა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს, ჩვენმა ქვეყანამ თქვენთან ერთად უნდა დასძლიოს ყველა წინაღობა. საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თქვენზე.
თავისუფლება, რომელსაც მთელი ოთხი წლის განმავლობაში თქვენს ლექტორებთან ერთად შექმენით, არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თქვენ მოგცათ შესაძლებლობა მიგეღოთ ევროპული სტანდარტის განათლება, თქვენ მონაწილეობდით ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, ქმნიდით საინტერესო გარემოს, იმარჯვებდით და მიდიოდით წინ. ახლა დადგა დრო, ეს ცოდნა და გამოცდილება „გარეთ გაიტანოთ“, სამშობლოს მოახმაროთ. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
ინფორმაციისთვის: 2016 წლის 25 მაისიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი იყო, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი, ძლიერი სასწავლო და სამეცნიერო კერა დაარსებულიყო, რათა სტუდენტებს სრულფასოვანი და თანამედროვე განათლება მიეღოთ.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სასწავლო ლაბორატორიები, მათ შორის: კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ემსახურება სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სწავლების პროცესს.
ამავე ლაბორატორიაში ხორციელდება პროფესიული სწავლების 4 საფეხურიანი პროგრამა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია არის პრეცედენტი სასწავლო ბაზაზე არსებული ლაბორატორიის სახით და გარანტი იმისა, რომ ფაკულტეტი მოამზადებს პროფესიონალ კადრებს; პრაქტიკული სამართლის კლინიკა სტუდენტებს ადვოკატის პროფესიულ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება.
სტუდენტები პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების ზედამხედველობით, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს ატარებენ; საჯარო სამართლის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ზურაბ მელქაძე, უნიკალურია თავისი ექსპონატებითა და ბიბლიოთეკით, მასში შეიძლება ნახოთ მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის კონსტიტუცია, სამართლებრივი აქტები და ქვეყნების სიმბოლიკა.
მათ შორის წარმოდგენილია ძველი ქართული სამართლებრივი ძეგლები, საქართველოს პირველი და მოქმედი რესპუბლიკის ამსახველი ექსპოზიცია და ა.შ.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...