სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ავტოტექნოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გაიხსნა.
თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც პირველ ეტაპზე, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლო ცენტრის გახსნას მოიცავს, ხელი მოაწერეს სტუ-ის ვიცე-კანცლერმა, პროფესორმა თემურ ბულიამ და „ავტოტქესნოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მიხეილ ალხაზიშვილმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ისტორია 1928 წლიდან იწყება. ფაკულტეტზე საქართველოსა და ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება, მათ შორის ისეთი, რომელთაც საქართველოში ანალოგები არ გააჩნია.
„დღეს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას, რაც პირდაპირ უკავშირდება იმ კავშირებს, რომელიც ხელმძღვანელობას აქვს დამყარებული სხვადასხვა კომპანიასთან.
„ავტოტექნო” 2016 წელს დაარსებული კომპანიაა და ის საქართველოში ახორციელებს ახალი ჩინური, საიმედო ინდუსტრიული ავტოტექნიკის დისტრიბუციას და მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სერვისს. ამდენად, თანამშრომლობის მემორანდუმი და მით უმეტეს, სასწავლო ცენტრის გახსნა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებებს ვუსურვებ ფაკულტეტს, სტუდენტებს და კომპანიას”, – განაცხადა ვიცე-კანცლერმა.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, კომპანიის მხარდაჭერით სასწავლო, ინოვაციური კონცეფციის ცენტრის გახსნა, სტუდენტებისთვის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„ცენტრის შექმნის იდეა ინოვაციურია და გულისხმობს სტუდენტებისა და კომპანიაში დასაქმებული პერსონალისათვის თანამედროვე სწავლებისა და ტრენინგ პროგრამების განხორციელებას, როგორც ახალი თეორიული ცოდნის მიღების, ასევე, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ავტოტექნოს“ შორის გაფორმებული მრავალწლიანი მემორანდუმის საგანსა და საქმიანობის ფორმას წარმოადგენს მხარეთა თანამშრომლობა, რაც მიზნად ისახავს მხარეთა კომპეტენციის ფარგლებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ბაზისა და პოტენციალის გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარებაში მონაწილეობას, უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და ურთიერთთანამშრომლობას საერთო ინტერესების ფარგლებში“, – აცხადებს დეკანი.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კომპანია „ავტოტექნოს“ ხელმძღვანელი პირები, ასევე, ღონისძიებას მოწვეული სტუმრების სტატუსით დაესწრნენ ევროპულ 15 უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.
ისინი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს სტუმრობენ მე-8 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”, ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ავტოტექნო” კონფერენციის ერთ-ერთი სპონსორი და თანაორგანიზატორია.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...