სტუ-ის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები კარიტასის რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარსა და დღის ცენტრს ეწვივნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმომადგენლები, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების შობა-ახალიწლის ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, საქველმოქმედო აქციით საქართველოს კარიტასის რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარსა და მასთან არსებულ დღის ცენტრს – „თბილი სახლი“ ეწვივნენ.
საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ, დეკანის მოადგილემ სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში საბა კახიანმა, ფაკულტეტის მენეჯერმა ირაკლი ვაჭარაძემ, სტუდენტური სერვისების ადმინისტრატორმა ლევან გეგეშიძემ, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა კარიტასის ქ. რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრის 25 ბენეფიციარს შობა-ახალიწელი მიულოცეს და მათ ტანსაცმელი, სხვადასხვა სახის პროდუქტი, სათამაშოები და სპოტრული ინვენტარი, ასევე, ტკბილეული, ხილი და უალკოჰოლო სასმელები გადასცეს.
ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარის ადმინისტრაციასთან, დღის ცენტრის კოორდინატორთან და აღმზრდელებთან ბენეფიართა საჭიროებები განიხილა. როგორც პროფესორმა ქეთევან ქუთათელაძემ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, სტუდენტებს შორის და საუნივერსიტეტო საზოგადოებაში მოქალაქეობრივი და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა უკვე ტრადიციად იქცა.
„მსგავსი საქველმოქმედო ინიციატივები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის, ისე მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის. უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ ცოდნის მიღებისა და კვლევებისთვის განკუთვნილი სივრცე – ეს არის ადგილი, სადაც პასუხისმგებლიანი და ემპათიის მქონე ახალგაზრდები უნდა ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამიტომ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მუდმივი მხარდაჭერით, საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა ჩვენს უნივერსიტეტში უკვე ტრადიციად არის ქცეული, განსაკუთრებით შობა-ახალიწლის დღეებში, როდესაც სითბო და ყურადღება მეტად მნიშვნელოვანია.
ღონისძიებამ დიდი სიხარული მოუტანა არა მხოლოდ თავშესაფრის ბენეფიციარებს, არამედ ჩვენს სტუდენტებსაც. ბავშვები გულწრფელად გაახარა იმ საჩუქრებმა, რომლებიც სტუდენტებმა მათთვის დიდი სიყვარულით მოამზადეს. განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა მომენტი, როდესაც ბავშვებს არ ეთმობოდათ ჩვენთან განშორება – ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად ფასეულია მათთვის არა მხოლოდ მატერიალური დახმარება, არამედ ადამიანური სითბო და გულისხმიერება. დარწმუნებული ვართ, მსგავსი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ჩვენს ახალგაზრდებში კიდევ უფრო გააძლიერებს იმ ღირებულებებს, რომელთა გარეშეც პასუხისმგებლიანი საზოგადოებისა და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია“, – აღნიშნა ქეთევან ქუთათელაძემ.
საჩუქრების გადაცემისა და გაცნობის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს კარიტასის რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარის და დღის ცენტრ „თბილი სახლის“ ბენეფიციარებს გართობის მიზნით წინასწარმომზადებული აქტივობები შესთავაზეს და მათთან ერთად სახალისო სპორტულ და შემეცნებით თამაშებში ჩაერთნენ, რითაც ბავშვებს ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...

