სტუ-ის სტუდენტი ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდის შესამუშავებლად კვლევას ატარებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტი ლევან ელიაშვილი, ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მიზნით, მასში შემავალ ცალკეულ ორგანულ ნაერთებში, ნახშირბადისა და აზოტის სტაბილურ იზოტოპთა განსაზღვრის ახალი მეთოდების დანერგვაზე მუშაობს.
თემის – “ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მიზნით, მასში შემავალ ცალკეულ ორგანულ ნაერთებში, ნახშირბადისა და აზოტის სტაბილურ იზოტოპთა განსაზღვრის ახალი მეთოდების დამუშავება” ფარგლებში, დოქტორანტმა დაამუშავა აზოტისა და ნახშირბადის სტაბილურ იზოტოპთა განსაზღვრის მეთოდები იმ ნაერთებისთვის, რომელსაც ღვინო შეიცავს.
როგორც ლევან ელიაშვილი აცხადებს, კვლევისას შერჩეულ იქნა რამდენიმე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და მათში არსებულ ორგანულ მჟავებსა და ნახშირწყლებში, შეფასდა ნახშირბად-13-ის იზოტოპის გავრცელება. ასევე, დამუშავდა ამინომჟავებში აზოტ-15-ის იზოტოპის განსაზღვრის მეთოდები, რათა შემდგომში ღვინისთვის იქნას გამოყენებული, რაც არის ახალი მიდგომა აზოტშემცველ ნაერთებში აზოტ-15-ის იზოტოპის ატომური წილის განსაზღვრისთვის. მეთოდი შესაძლებლობას იძლევა იზოტოპური კონცენტრაცია განისაზღვროს არა მხოლოდ მთლიან მოლეკულაში, არამედ, ცალკეულ აზოტურ ცენტრებში.
„ქართული ღვინო ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას მსოფლიო ასპარეზზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ღვინო აკმაყოფილებდეს ხარისხის მოთხოვნებს. ამ მოთხოვნათა ნორმები არ გამორიცხავს ფალსიფიკაციას, კერძოდ, შესაძლებელია ღვინო აკმაყოფილებდეს მასში ძირითადი პარამეტრების ნორმებს, მაგრამ იყოს ფალსიფიცირებული, ამის დადგენა კი ატომურ (იზოტოპურ) დონეზე შესაძლებელია. ამდენად, თუ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს შევისწავლით იზოტოპურად, შეუძლებელი გახდება მათი ფალსიფიკაცია. ვფიქრობ, თემის ფარგლებში ჩატარებული კვლევა, დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას გაეცნონ იზოტოპური ანალიზის თავისებურებებს, ამა თუ იმ ნაერთის ფრაგმენტაციის ხასიათს და სპექტრის გაშიფვრას. კვლევამ დაადასტურა, რომ იზოტოპური ანალიზები ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკაა ღვინის ავთენტიფიკაციისთვის“, – აცხადებს ლევან ელიაშვილი.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...