სტუ-ის სტუდენტმა „ჰანიველ ცემენტის“ მიერ ორგანიზებულ, სტუდენტ-არქიტექტორთა კონკურსში გაიმარჯვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო კოპალეიშვილმა კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ (Hunnewell Cement) მიერ ორგანიზებულ სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსში, სტუ-ის ასოცირებულ პროფესორ ბესარიონ ტატიშვილის მენტორობით წარდგენილი პროექტისთვის – „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში” – I ადგილი მოიპოვა და შედეგად, კონკურსის უპირობო გამარჯვებული გახდა.
სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსზე, რომელიც „ჰანიველ ცემენტის“ ინიციატივით, ხარისხის რიგით მე-8 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში პირველად გაიმართა, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ მომავალი არქიტექტორები სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან: ანა ჭელიძე (მენტორი: ასოცირებული პროფ, ვასილ ქობულია), ალექსანდრე დგებუაძე (მენტორი: პროფესორი გია ნადირაძე), თათია ჩერქეზიშვილი (მენტორი: ასოცირებული პროფესორი ბესარიონ ტატიშვილი) და ანრი ფერცელაძე (მენტორები: პროფესორი ნინო იმნაძე და ვასილ ქობულია).
ფაკულტეტის პროფესორის, ნინო იმნაძის თქმით, გამოფენა-კონკურსზე, სადაც წარმოდგენილი იყო სტუდენტთა არქიტექტურული პროექტები, ექსპერტებს, დარგის სპეციალისტებსა და დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდათ, ყველაზე შთამბეჭდავი პროექტებისთვის ხმა მიეცათ.
როგორც ნინო იმნაძე აღნიშნავს, გამარჯვებული სტუდენტური პროექტების დაჯილდოების ცერემონია „წინანდლის მამულში“ გაიმართა, ჟიურის გადაწყვეტილება კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისთვის სასიხარულო აღმოჩნდა, რადგან გამოფენა-კონკურსში პირველი ადგილი ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო კოპალეიშვილმა მოიპოვა.

სტუდენტსა და მის მენტორს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი. პროფესორ ნუგზარ ხვედელიანის თქმით, ნებისმიერი მსგავსი აღიარება ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტებს, რომლითაც, სწავლების პროცესის ორგანიზებისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ხელმძღვანელობს.
„ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, ნინო კოპალეიშვილს – მან სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავ და მის მენტორს, ჩვენი ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ბესარიონ ტატიშვილს. სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტები აქტიურად ერთვებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში. ასეთი მონაწილეობები უაღრესად მნიშვნელოვანია მათი პროფესიული და კარიერული ზრდისთვის – სტუდენტები იღებენ რეალურ გამოცდილებას, თავიანთ ნამუშევრებს აცნობენ ფართო საზოგადოებას, დარგის სპეციალისტებს და ამყარებენ ასე აუცილებელ ფართო კავშირებს პროფესიულ წრეებთან.
სტუდენტის პირად წარმატებასთან ერთად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის სკოლისთვის. ნებისმიერი მსგავსი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტებს, რომლითაც ფაკულტეტი სწავლების პროცესის ორგანიზებისას ხელმძღვანელობს. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული აკადემიური პროგრამები მთლიანად არის მორგებული თანამედროვე მოთხოვნებზე. ყოველი ასეთი წარმატება მიუთითებს პროფესორ-მასწავლებელთა მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე, სტუდენთა ნიჭიერებასა და დიდ მოტივაციაზე. დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ არქიტექტორებს წინ მრავალი პროფესიული გამარჯვება ელით.
მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „ჰანიველ ცემენტს“ გამოფენა-კონკურსის ორგანიზებისა და ახალგაზრდა არქიტექტორთა მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა პროექტებით ახალგაზრდების წახალისებას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის პარტნიორობას და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს ახალი თაობის არქიტექტორთა პროფესიულ და კარიერულ განვითარებას“, – აღნიშნავს დეკანი.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...