სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერად პროფესორი ზაზა სოფრომაძე აირჩიეს
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატი) პროფესორი ზაზა სოფრომაძე უხელმძღვანელებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის და სენატის მეხუთე მოწვევის წევრების უფლებამოსილება წარმომადგენლობითი საბჭოს დღევანდელმა სხდომამ სცნო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ბრძანების თანახმად წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მორიგი არჩევნები 2024 წლის 25 იანვარს დაინიშნა. სენატის წევრთა არჩევნები 13 ფაკულტეტსა და 12 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა, კენჭისყრა 23 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. წარმომადგენლობით საბჭოს არჩევნებზე სულ რეგისტრირებული იყო
102 კანდიდატი, აქედან: 30 პროფესორი, 44 სტუდენტი და 28 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი. საარჩევნო უბნები 10:00 საათზე გაიხსნა, სენატის არჩევნების კენჭისყრის პროცესი 17:00 საათზე დასრულდა. არჩევნები გაიმართა მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურამ და სტუდენტებმა წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრები აირჩიეს. სტუ-ის სენატის არჩევნები წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გაიმართა. კენჭისყრის შედეგად აირჩა წარმომადგენლობითი საბჭოს 85 წევრი, აქედან: 28 – აკადემიური პერსონალი, 28 – სტუდენტი, 28 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი.
სენატის სხდომაზე არჩევნების შედეგები დამსწრე საზოგადოებას სტუ-ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით გორგიძემ გააცნო. ამავე სხდომაზე, წესდების შესაბამისად წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი იქნა არჩეული. დღეიდან სტუ-ის სენატს პროფესორი ზაზა სოფრომაძე უხელმძღვანელებს.
სტუ-ის სენატი აირჩევა 4 წლის ვადით უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე. ფაკულტეტებიდან სენატის წევრებად აირჩევიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი სენატის არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. სტუდენტები შეადგენენ სენატის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...