სტუ-ის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე” „გაზაფხულის თასის“ გათამაშებაში, რომელიც ჩატარდა საქართველოს სპორტის საწყალოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მონაწილეობდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზი „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, აჭარის, გურჯაანის, ბლექსის, გლდანის და თემქის აუზები და რუსთავის, აკვა ცენტრის, ოლიმპიკის, საჩხერის, არენას, გორის, ელიტის გუნდები, ასაკობრივ ჯგუფებში – აბსოლუტური, 2009- 2010 და 2010-2011 წლებში დაბადებულ ვაჟებსა და გოგონებს შორის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის გუნდის მოცურავე მამუკა შენგელია „გაზაფხულის თასის“ მფლობელი გახდა აბსოლუტურ კატეგორიაში: I ადგილი დისტანციებზე – 50,100, 200 მეტრი თავისუფალ ყაიდაზე ცურვა და 200 მეტრი კომპლექსური ცურვა. 2009-2010 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის „გაზაფხულის თასი“ დისტანციებზე – 50,100, 200 მეტრი, ბრასით ცურვაში, პირველი ადგილი მოიპოვა „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ გუნდის მოცურავემ აკაკი მღებრიშვილმა. ჯგუფურ ესტაფეტებში 4×100 თავისუფალ ყაიდაზე და 4×100 კომბინირებული ესტაფეტაში კი „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ ვაჟთა გუნდმა II ადგილი დაიკავა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდს “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში საპრიზო ადგილის დაკავებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. როგორც აკადმიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, „წყალთა სახეობის ცენტრი ტონუსი“ რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მფლობელობაში დაბრუნდა.
„წარმატებას ვუსურვებ „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ სპორტსმენებს, რომელთა გამარჯვება ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, იმდენად, რამდენადაც, აუზი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამოართვეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სამიოდე წლის წინ დაგვიბრუნა თბილისის მერიამ და ამ პერიოდში ჩვენ შევძელით აღგვდეგინა საუნივერსიტეტო საწყალოსნო სპორტის სახეობები. ჩამოვაყალიბეთ საუნივერსიტეტო გუნდები, რომლის შემადგენლობაში შედიან, როგორც ჩვენი ასევე, საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ისინი სხვადასხვა შეჯიბრში გამოდიან და წარმატებებს აღწევენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, პირადად კახა კალაძეს, რომელმაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივას, აუზი უმაღლეს სკოლას დაბრუნებოდა, მხარი დაუჭირა. კიდევ ერთხელ ვულოცავ „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ საპრიზო ადგილის დაკავებას და წარმატებებს ვუსურვებ“, — აცხადებს დავით გურგენიძე.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...