სტუ-ის ვიცე-რექტორები საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მრჩეველს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე და რექტორის მრჩეველი კოტე ბასილაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მრჩეველ ერჯან გულსუიუს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-რექტორმა გახსნა, მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს.
პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, როგორიცაა: აფიონის კოჩატეპე, ქუთაჰიის დუმლუპინარის, სივასის რესპუბლიკის, სტამბოლის ბილგი, გაზის, ფატიჰ სულთან მეჰმეთის ფონდის, ართვინის ჭოროხის, აბდულა გიულის, ქარაბუქის, იდგირის, ესკიშეჰირის ტექნიკური, კასტამონუს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის, ადიამანის, ინონუს, მარმარის, იასარის, სტამბოლის რუმელის, მეფმეთ აკიფ ერსოის, ალტინბაშის, სტამბოლის კენტის, ერზრუმის ტექნიკური, სტამბოლის აიდინის, მუღლა სიტკი კოჩმანის, პამუკალეს, ტურიზმის აკადემია ანტალიაში, ყარადენიზის ტექნიკური, დუზჩეს და გუმუშანეს უნივერსიტეტები.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია მრავალმხრივი კოლაბორაცია თურქეთის უნივერსიტეტებთან. ჩვენთან რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება თურქეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც გაიცემა ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები. ეს მოცემულობა შეგვიძლია საერთო მიზნებისთვის გამოვიყენოთ. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ორი ქვეყნის უნივერსიტეტების სამომავლო და წარმატებული კოლაბორაციისთვის. ვფიქრობთ, თანამშრომლობა, რომელსაც, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმები დაარეგულირებს, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაციის გაღრმავება-გაფართოების მნიშვნელოვანი მდგენელი იქნება, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მდგრადობის კიდევ ერთი გარანტი გახდება”, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მრჩეველ ერჯან გულსუიუსთან შეხვედრის ფარგლებში, კონკრეტული სამუშაო გეგმა შემუშავდება, რაც ქართულ და თურქულ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო, სასწავლო, კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...