სტუ-ის ვიცე-რექტორი: „ახალ სასწავლო წელს განახლებული სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით ვხვდებით“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2024-2025 აკადემიური წლის 16 სექტემბრიდან დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს.
ღონისძიებას უნივერსიტეტი პირველკურსელთა ახალი, 102-ე ნაკადის მიღებასა და სტუდენტთა დახვედრას მიუძღვნის.
სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება – WELCOME TO GTU – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერით და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღია სივრცეში გაიმართება.
სტუდენტთათვის მოეწყობა გასართობი სივრცეები, სტუ-ის მუსიკალური ჯგუფი – The Blackberries სტუდენტების წინაშე ცოცხალი შესრულებით წარდგება.
საკონცერტო პროგრამას კი, DJ ლაშა სულთანიშვილი გააგრძელებს და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციებს შესთავაზებს.
როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი აცხადებს, 2024-2025 სასწავლო წელს უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით და ევროპული სტანდარტის შესაბამისი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით ხვდება.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულ აბიტურიენტებს ვულოცავ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ. საინჟინრო დარგში სავალდებულო საგანი არის მათემატიკა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათემატიკის ცოდნის საშუალო დონე აწეულია.
საქართველოს მასშტაბით, მათემატიკაში 28 აპლიკანტმა მიიღო 51 ქულა, 35-დან 51-მდე კი, 700-მა, რომელთა უმეტესობა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.
ვფიქრობ, რომ ამ შედეგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილიცაა, რამეთუ უკვე რამდენიმე წელია სტუ აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ, უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობს.
კურსები მიზნად ისახავს, აბიტურიენტების ორი მოდულის მიხედვით – „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ მომზადებას.
ესაა უპრეცედენტო პროექტი და ორივე მოდულში წამყვანი საგანი მათემატიკაა, თუმცა მასთან ერთად სტუ აბიტურიენტებს STEM-ის კიდევ ერთი საგნის, ფიზიკის ან ქიმიის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.
ამ ორი დამატებითი საგნიდან, რომელს შეისწავლის აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ კატეგორია „აბიტურიენტში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოიაზრებს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასის მოსწავლეებს.
ასევე, 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა გამოვყო მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი.
პირველი შედარებით ახალია, მეორე კი, გარკვეული პრობლემების წინაშე იდგა.
წელს ორივე ფაკულტეტზე 100%-იანი მიღება გვაქვს.
გარდა საინჟინრო მიმართულებებისა, ასევე 100%-იანი ჩარიცხვა გვაქვს ჰუმანიტარული მიმართულებით.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 255 აპლიკანტმა 50%-იანი გრანტი მოიპოვა, 44-მა 70%-ანი, ხოლო 32-მა – 100%.
წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებს”, – აცხადებს თამარ წერეთელი.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 70 საგანმანათლებლო პროგრამიდან 36 სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულადაა გამოცხადებული და სრულად ფინანსდება.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...