სტუ-მ, რუსთავში, აბიტურიენტებთან შეხვედრის ღონისძიება გამართა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, რუსთავში, რუსთავის მერიიისა და რესურსცენტრის ხელშეწყობით, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ორგანიზებით, აბიტურიენტებთან შესახვედრად გასვლითი ღონისძიება გამართა.
ღონისძიება, რომელშიც რუსთავის 26 საჯარო და 7 კერძო სკოლის 650 მოსწავლემ მიიღო მოანწილეობა, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში ჩატარდა.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის რექტორის მოადგილემ მადლობა გადაუხადა რუსთავის მერიას და რესურსცენტრს ღონისძიების ორგანიზატორების მხარდაჭერისთვის, სკოლის მოსწავლეებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, აბიტურიენტებთან შეხვედრის მიზანი, მათთვის საგანმანათლებლო პროგრამების დეტალურად გაცნობაა.
“1922 წელს დაარსებული, საქართველოში პირველი საინჟინრო უნივერსიტეტი, დღესაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მრავალფეროვანი და უნიკალური საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებებით. 2022 წელს, სტუ-მ 100 წლის იუბილე აღნიშნა და ეს თარიღი გახდა ახალი ათვლის წერტილი, უნივერსიტეტის დასახული მიზნებისა თუ გამოწვევებისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 69 საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის ინგლისურენოვანი, მოქმედებს. აქედან, 36 პროგრამა, მათ შორის: მშენებლობა; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; არქიტექტურა; მათემატიკა; საინჟინრო ფიზიკა; აგრარული ტექნოლოგიები; სასურსათო ტექნოლოგია; სატყეო საქმე; აგროინჟინერია; მეცხოველეობა; აგრონომია; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია; ქიმია; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; სამთო და გეოინჟინერია; საინჟინრო გეოდეზია; გეოლოგია; საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი; ბიოსამედიცინო ინჟინერია; მეტალურგია; მასალათმცოდნეობა; მევენახეობა და ენოლოგია; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; გარემოსდაცვითი ინჟინერია; ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემები; ტრანსპორტი, სახელმწიფოს მიერ სრულიად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ – „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა. უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, „ერასმუს +“ მობილობის ფარგლებში, წარმატებით მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები და რაც მთავარია, სტუდენტები მონაწილეობენ ისეთ გლობალურ საერთაშორისო პროექტებსა და ექსპერიმენტებში, როგორიცაა ATLAS და CMS ექსპერიმენტები CERN-ში; COMET ექსპერიმენტი იაპონიის KEK-სა და J-PARC-ში, DUNE ექსპერიმენტი ამერიკულ FermiLab-ში. გარდა ამისა გვაქვს მჭიდრო სამეცნიერო კოლაბორაცია იულიხის კვლევით ცენტრსა და ჰელმჰოლცის დრეზდენ-როზენდორფთან (HZDR), ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო ცენტრებთან. წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ლომინაძემ.
სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეში სტუდენტები ევროპული სტანდარტის შესაბამის განათლებას ეუფლებიან, უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტთა დასაქმების პროგრამა. ზაზა ბუაჩიძის განცხადებით, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით ორჯერ ჩატარდა დასაქმების ფორუმი, რა დროსაც ათობით სტუდენტი დასაქმდა.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მომავალი თაობის პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას, უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას. დამსაქმებელ ორგანიზაციებთან უწყვეტი კავშირის შენარჩუნება და კურსდამთავრებული პროფესიონალი კადრებით შევსება კი ჩვენი ერთ-ერთი მისიაა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ დამსაქმებელი სახელმწიფო ორგანიზაციები თუ კერძო სექტორი, ჩვენს უნივერსიტეტში აღზრდილი კვალიფიციური სპეციალისტებით დიდ წარმატებებს აღწევენ”, – განაცხადა ზაზა ბუაჩიძემ.
სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, ღონისძიება სამ ეტაპად ჩატარდა და მაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13-ვე ფაკულტეტი მონაწილეობდა.
“სამეტაპიანი ღონისძიების პირველი ნაწილი გაიმართა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის ეზოში, სადაც ფაკულტეტები აბიტურიენტების წინაშე ერთგვარი შოუთი წარსდგნენ. სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა საინჟინრო და არქიტექტორული კონსტრუქციები, მონაწილეობა მიიღეს ქიმიურ ცდებში, აქტიურად ჩაერთნენ ვირტუალური ლაბორატორიების სამუშაოებში. ეს იყო ლამაზი და თამამდ შემიძლია ვთქვა, გრანდიოზული სანახაობა, რომლის მსგავსი, როგორც აბიტურიენტებმა განაცხადეს, არასდროს უნახავთ. მოსწავლეების დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს 13-ვე ფაკულტეტის დეკანებმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულებმა, რომლებიც რუსთავში მოღვაწეობენ. მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის მერიას, პირადად მერს, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, რესურსცენტრს, სკოლების ადმინისტრაციების და თვითმმართველობების წარმომადგენლებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ღონისძიების საინტერესოდ ჩატარებაში”, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო-თეატრის – “მოდინახე” – დასი მაყურებლის წინაშე ლაშა თაბუკაშვილის პიესით “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”, წარსდგა.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...