სტუ პროფესორ სოფიო ბლიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მკვლევრისა და პედაგოგის, პროფესორ სოფიო ბლიაძის გარდაცვალების გამო ოჯახს, კოლეგებსა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს სამძიმარს უცხადებს.
„49 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლის კავალერი, 2003-2006 წლებში ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიატი სოფიო ბლიაძე.
არაჩვეულებრივი ადამიანი და შესანიშნავი პედაგოგი, — ასეთი დარჩება ჩვენს ხსოვნაში სოფიო ბლიაძე, კოლეგა, რომელმაც, მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, აღზარდა ცნობილ და წარმატებულ სპეციალისტთა არაერთი თაობა და დაიმკვიდრა განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული მეცნიერისა და მკვლევრის სახელი.
სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს კოლეგას, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს, მურმან ბლიაძეს შვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ სოფიო ბლიაძის მეუღლეს, ოთხ შვილს, შვილიშვილს, ახლობლებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.
ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო ბლიაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფინანსებისა და კრედიტის” სპეციალობით კურსდამთავრებულია. მან 2002 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
2002-2007 წლებში იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბორჯომის ფილიალის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, ფილიალის დირექტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში, ხოლო 2009 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...