სტუ-სა და ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მოხალისეთა ორგანიზაციას – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ შორის, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და მოხალისეთა ორგანიზაციის დირექტორმა, მალხაზ ქარაზანიშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა, სტუმრის სტატუსით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ესწრებოდა.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, მემორანდუმის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ახალგაზრდა თაობის ჩართვას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის არის და იქნება ქვეყნის აღმშენებლობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ავანგარდში. ჩვენი უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობა აქტიურად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. უნივერსიტეტს დიდი წვლილი მიუძღვის სამხედრო ინჟინერიის განვითარების კუთხით. 30 წელზე მეტია საქართველო დამოუკიდებელია და მხოლოდ 2012 წლის შემდგომ პერიოდში არ ყოფილა უთანასწორო ომში ჩართული. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა მოუტანა. დღეს უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა მოხალისეთა ორგანიზაციასთან – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“. დოკუმენტი მოხალისეთა სათანადო მომზადებას ითვალისწინებს. ვიმედოვნებ, ახალგაზრდა თაობას არასოდეს დასჭირდება სამხედრო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და საქართველო მშვიდობიანი გზით გაერთიანდება თავის ისტორიულ საზღვრებში, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის უპირველესი სამშობლოს დაცვაა და სწორედ თავდაცვის გასაძლიერებლად უნდა გავითავისოთ ყველა წესი, რაც მშვიდობის საფუძველს ქმნის“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა სტუდენტებს მოხალისეთა ორგანიზაციის ისტორია გააცნო. მალხაზ ქარაზანიშვილის ინფორმაციით, ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და „საქართველოს გენერალთა კლუბმა“ დააფუძნეს. მისი თქმით, რეკრუტირების პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე თბილისის მუნიციპალიტეტსა და ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა, მიმდინარე წლიდან მთელ საქართველოს მოიცავს.
„საქართველოს სახელმწიფო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო აქტიურობას ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების მქონე სამოხალისეო სამსახურის ფორმირების საქმეში. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურისა და „საქართველოს გენერალთა კლუბის“ მიერ დაფუძნდა მოხალისეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“. ამ საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მოსახლეობის მოზიდვას სამოხალისეო საწყისებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, დგება ხელმისაწვდომი, სათანადო კადრების, მათ შორის საუნივერსიტეტო კონტიგენტის მომზადების ამოცანა. ქვეყნის უსაფრთხოება შეუძლებელია სათანადოდ მომზადებული მოხალისეების გარეშე, რისთვისაც ვერთიანდებით მემორანდუმზე ხელმომწერი ორგანიზაციები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დიდ ინტერესს იჩენენ და ჩვენს რიგებში ყველაზე მეტი მოხალისე სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებს და მადლობა უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მალხაზ ქარაზანიშვილმა.
გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ სტუდენტებს საქართველოს უახლეს ისტორიაში წარმოებული ომების ისტორია გააცნო.
„პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელთაც ახალგაზრდებს ინტერესი გაუღვივეს, რაც შეხვედრაზე აისახა. სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს, რაც პროექტში მათი ჩართულობის გარანტიაა. წარმატება მინდა ვუსურვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
შეხვედრის დასასრულს კობა კობალაძემ და მალხაზ ქარაზანიშვილმა სტუდენტების შეკითხვებს გასცეს პასუხები.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...