სტუ-სა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს სტუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლა დირექტორმა, მზია კიწმარიშვილმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, თამარ წერეთლის განაცხადებით, მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა-გაზიარებას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი ქართული და მსოფლიო კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბების, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაციის საკითხებზე მსჯელობის მიზნით, კონფერენციებში ჩართულობას გულისხმობს.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო თუ კერძო სკოლებთან. უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიმართულება საჯარო სკოლის მოსწავლეებში STEM-მეცნიერებების, საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების შესწავლის სურვილის ამაღლებაა. ამდენად, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოცაა. უნივერსიტეტი და სკოლა მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ვითანამშრომლებთ ევროპულ და მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული სწავლების მეთოდიკის, კვლევითი პროგრამების შემუშავებისა და მათი სასწავლო პროცესში დანერგვის მიმართულებით. წავახალისებთ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ-სამეცნიერო პერსონალს შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი ფორმატის შეხვედრებს, ხელს შევუწყობთ სპორტული შეჯიბრებების, ინტელექტუალურ-გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ვფიქრობთ, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, სტუდენტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერამდე, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა – უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები და უნიკალური საუნივერსიტეტო მუზეუმები გააცნეს.
“საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ცოტა ხნის წინ, პროფორიენტაციის მიზნით გასვლითი ღონისძიება ჩაატარა რუსთავში, რა დროსაც თანამშრომლობის სურვილი არა ერთმა საჯარო სკოლამ გამოთქვა, მათ შორის N23 სკოლამ. დღეს სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სტუ-ის ფიზიკის დეპარტამენტი, სადაც მათ პროფესორმა დავით სონღულაშვილმა გააცნო სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ, ფიზიკის დეპარტამენტში განხორციელებული და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“, გამარჯვებული პროექტები, რამაც მოსწავლეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევითი ლაბორატორია. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებმა სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიების დათვალიერების სურვილი გამოთქვეს. დაიგეგმა შემდეგი ვიზიტი“, – აცხადებს სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლა სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ერთობლივად დაგეგმავენ სემინარებსა და ახალგაზრდულ კონფერენციებს, აგრეთვე, შეიმუშავებენ სტაჟირების პროგრამებს სწავლების მეთოდების სრულყოფა-განვითარების პრობლემურ თუ აქტუალურ საკითხებზე.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...