სტუ-სა და უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), პროფესორი კარლო კოპალიანი და სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს ზუმრატ გაიბნაზაროვას და დილნოზა იულდოშევას შეხვდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრის მიზანს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის თქმით, ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ სასწავლო აქტივობებს, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, სტუდენტთა, მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა და გაცვლით პროგრამებს.

„უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაინტერესებულია ჩვენს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საინჟინრო და ჰუმანიტარული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი მიმართულებებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის უზბეკ კოლეგებთან.
ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია. ვფიქრობთ, ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები ერთობლივად არაერთ სამეცნიერო პროექტზე ვიმუშავებთ და მოხარული ვიქნებით, თუ სამეცნიერო ბაზა ამ პროექტებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება”, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
მემორანდუმის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის და უზბეკეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, უახლოესი მომავლიდან, საქართველოსა და უზბეკეთის განათლების სფეროში თანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ, რომელიც არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევით პროცესებსაც მოიცავს.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...