სტუ-ში ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევა ჩატარდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივითა და უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით, შრომის ბაზრის მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომელიც დამსაქმებლების მოთხოვნების გაანალიზებას, სტრატეგიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებასა და პროფესიული მომზადების ეფექტურობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.
კვლევაში ათი სხვადასხვა პროფილის ორგანიზაცია, მათ შორის, მინიმარტი, არ ემ ჯი აურამაინი, ნოვატორი ტექნოლოგიური სისტემები, ავტოტექნო, ფილიალი სადგური თბილისი, თელასი, ედელვაისი, ქათული ავეჯის კლასტერი, კოლორ პაკი და უნისტილი მონაწილეობდნენ.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის განცხადებით, კვლევები ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირების საშუალებაა, რომელიც ქმნის გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველს და დადებით გავლენას ახდენს როგორც განათლების ხარისხზე, ასევე დასაქმების მაჩვენებლებზე.
„კვლევების ჩატარება უმნიშვნელოვანესია რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში კვლევა ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პროფესიული პროგრამები შრომით ბაზართან შესაბამისობაში მოიყვანოს. კვლევა მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. კომპანიები იღებენ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ საკუთარი მოთხოვნები და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარონ მომავალ კადრებს. სტუდენტებისთვის კვლევა საშუალებას იძლევა უკეთ გაიაზრონ რა უნარები და კომპეტენციებია მოთხოვნადი შრომის ბაზარზე და ამის მიხედვით დაგეგმონ კარიერული განვითარება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის კვლევა, მიზნად ისახავდა არსებული ეკონომიკური გარემოს საჭიროებების სიღრმისეულ ანალიზს, რაც უმნიშვნელოვანესია განათლების სისტემასა და შრომის ბაზარს შორის ეფექტური კავშირის უზრუნველსაყოფად. კვლევის ძირითადი ამოცანები მოიცავდა სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონესთან დაკავშირებული გამოწვევების გამოვლენას, დამსაქმებლების მიერ დასაქმებისას საჭირო უნარებისა და კომპეტენციების იდენტიფიცირებას, ასევე პროფესიული განათლების პროგრამების შინაარსობრივი და სტრუქტურული განახლების საჭიროებების განსაზღვრას.
კვლევის
ფარგლებში ჩატარებულ ფოკუსჯგუფებში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიც არიან: მინიმარტი, არ
ემ ჯი აურამაინი, ნოვატორი ტექნოლოგიური სისტემები, ავტოტექნო, ფილიალი სადგური თბილისი,
თელასი, ედელვაისი, ქართული ავეჯის კლასტერი, კოლორ პაკი და უნისტილი, რომელთა
ჩართულობამ საშუალება მოგვცა, შეგვეგროვებინა მრავალმხრივი,
სფეროებზე მორგებული ანალიტიკური ინფორმაცია, რაც შრომითი
მოთხოვნილებების უკეთ გასააზრებლად მნიშვნელოვანია. გრძელვადიან
პერსპექტივაში ასეთ ფორმატში ჩატარებული კვლევა ქმნის
საინფორმაციო ბაზას, რომლის საფუძველზე შესაძლებელია პროფესიული პროგრამების განვითარება
ისე, რომ მათი შინაარსი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის დინამიკას, რაც
თავის მხრივ, ზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შანსებსა და ბიზნეს სექტორის ეფექტიანობას“,
– აცხადებს ნატო ქათამაძე.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...