სტუ-ში აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა ინოვაციურ პროექტებს მინისტრი დავით ფაცაცია გაეცნო
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ეწვია და იმ ინოვაციურ პროექტებს გაეცნო, რომლებსაც აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები უნივერსიტეტში ახორციელებენ.
მოსწავლეები პროექტებს სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრის, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის მენტორობით ამუშავებენ.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის დაწყებამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების STEM საგნებით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის მენტორობით, STEM პროექტების მოდელირება-კონსტრუირებაში სპეციალური ტრენიგები გაიარეს. როგორც დეკანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, პროექტებზე მუშაობის პროცესში, მოსწავლეები ეფექტურად იყენებენ ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის მდიდარ ლაბორატორიულ რესურსს და დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, სწავლების თანამედროვე მეთოდებთან ერთად, წარმატებით ითვისებენ დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.
სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრის, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის თქმით, აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლებბმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს რამდენიმე მიმდინარე პროექტი გააცნეს და იმ სპეციფიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ, რაც ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნას უკავშირდება.
„ამ ეტაპზე, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების ორი ჯგუფი დიდი ინტერესით მუშაობს რამდენიმე პროექტზე, როგორც თეორიულად, რაც ფიზიკის შესწავლას ითხოვს, ასევე პრაქტიკულად. ყოველ მონაწილეს შეუძლია ინდივიდუალურად ააწყოს და დააპროგრამოს ყველა კომპონენტი და თავის თანატოლებთან ერთად, ჯგუფურად იმუშაოს. მოსწავლეებმა ბატონ დავით ფაცაციას თვითონ წარუდგინეს უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი მიმდინარე პროექტები, მათ შორის: ხმოვანი საზომი ხელსაწყოები და ყვავილების მომვლელი რობოტი. მოზარდების მიერ აწყობილი მოლაპარაკე თერმომეტრი და მოლაპარაკე სასწორი უსინათლო და მხედველობაშეზღუდული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. ამ პროექტზე ანა და ლუკა კვარაცხელიები, ილია დარსალია, ზვიად და უტა კოხიები მუშაობენ. ყვავილების მომვლელი რობოტი კი ფუნქციური და შემეცნებითი პროექტია, რომლის დანერგვა და ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია სასათბურე მეურნეობებში, განხვავებული ჯიშის მცენარეების მოსავლელად და ასევე, საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც. ილია დარსალიასა და მარიამ და დავით ვახტანგაძეების მიერ აწყობილი და დაპროგრამებული თვითმავალი მოლაპარაკე რობოტი, მიღებული სიგნალის შესაბამისად, ინდივიდუალურად მიდის თითოეულ მცენარესთან და საჭიროების მიხედვით რწყავს და უვლის მათ. გარდა ამისა, შეხებისა და მორწყვის პროცესში, მცენარეებიც საუბრობენ თავიანთი სპეციფიკისა თუ საჭიროებების შესახებ. ტექნიკურად და ტექნოლოგიურად ყველა ეს პროექტი საკმაოდ რთულია, ითხოვს საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, კრეატივს და პრაქტიკული უნარების განვითარებას, რაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრში დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ პროექტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2024 წლის „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსზე“ წარადგენენ.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...