სტუ-ში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“, ჩატარდა.
საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სტუ-ის, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ორგანიზებით და კომპანია RMG-ის პარტნიორობით და მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს სამთო საქმისა და გეოლოგიის დარგში მომუშავე მეცნიერებმა, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა. ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
კონფერენცია გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. მან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კოლეგებს წარმატება უსურვა.
„საქართველოს ეკონომიკის აღორძინება მინერალური რესურსების მიზანმიმართული შესწავლისა და ათვისების გარეშე შეუძლებელია. გეოლოგია ერთ-ერთი ტრადიციული და გამორჩეული დარგია, როგორც უნივერსიტეტში, ასევე ქვეყანაში. ძლიერი გეოლოგიური სამსახურების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე და გარემოს მდგრადობა, მინერალური რესურსების სრულყოფილი ბაზის შექმნა. საქართველოში მოქმედი მინერალური რესურსების შემსწავლელი, მომპოვებელი და გადამამუშავებელი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, მეცნიერ და პრაქტიკოს გეოლოგთა ისეთი მჭიდრო კონტაქტები, როგორიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს, ერთობლივი კვლევითი სამუშაოები და გამოცდილების გაზიარება გეოლოგიის დარგის სიძლიერის საწინდარია, მით უფრო, როცა ამ მიმართულებით დიდია სტუდენტების აქტიურობა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კონფერენციის თემები აქტუალურია და საინტერესო. მადლობა ორგანიზატორებს და მონაწილეებს“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.
კონფერენცია მიეძღვნა გეოლოგიის, სამთო საქმისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის ღონისძიებებს, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თანამიმდევრულ შესწავლას, მინერალური რესურსების კლასიფიკაციას, ბუნებრივი საფრთხეების მართვისა და პრევენციის ღონისძიებების განხილვას, წყლის რესურსების (მტკნარი, მინერალური და თერმული) რაციონალურ გამოყენებასა და სწორი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას, ნარჩენების მართვას. დიდი ნაგებობების, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში არსებული საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესწავლას, სამთო საქმის აქტუალური საკითხების განხილვას.
კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი თემები:
-
„ახალი მონაცემები ხრამის კრისტალური მასივის კამბრიულამდელ სერპენტინიტებზე“
-
„საქართველოს მინერალური რესურსული ბაზის მაკროეკონომიკური შეფასება: ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორი“
-
„საქართველოს პოსტკოლიზიური გეოდინამიკა, ტექტონიკა და სეისმურობა“
-
„ამიერკავკასიის ცენტრალური ნაწილის გეოლოგიური აგებულება, 1:200 000 მასშტაბის გეოლოგიური რუკა და განმარტებითი ბარათი“
-
„გვიან ცარცული საყდრისის ეპითერმული საბადოს ფაციალური ანალიზი და მადნის გავრცელება, ბოლნისის რაიონი, საქართველო“
-
„მდინარე მტკვრის პლატობაზალტები (სამხრეთ კავკასიის კონტინენტური პლატობაზალტური (CFB) პროვინცია, საქართველო): მიმდინარე კვლევები და სამომავლო პერსპექტივები“
-
„მცხეთის ჯვრის მონასტრის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების შესწავლა“
-
„დიდი კავკასიონის გაგრა-ჯავის ზონის ნაოჭა სტრუქტურების, მათი ფორმირების პირობებისა და სტრატიგრაფიის შესახებ“
-
„ტყიბულ-შაორის საბადოს ნახშირების მიწისქვეშა გაზიფიკაციის წესით მოპოვების შესწავლა ლაბორატორიული ექსპერიმენტით“ და სხვა.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...