სტუ-ში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია — „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები”, ჩატარდა.
კონფერენციაში, რომელიც გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, მონაწილეობა მიიღეს: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, იუსტიციის მთავარმა სახელმწიფო მრჩეველმა, უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლემ, საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრმა, სამართლის დოქტორმა გია მეფარიშვილმა; სამართლის დოქტორმა დარეჯან ლეკიაშვილმა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, სამართლის დოქტორმა ვლადიმერ მაჭარაშვილმა; ეკონომიკის დოქტორებმა – გოჩა ცოფურაშვილმა, შოთა ვეშაპაძემ და უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის (უსმა/USMA) თავმჯდომარემ, მეცნიერებათა დოქტორმა ბესიკ ობოლაძემ.
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას თქმით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები”, მოიცავდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ,,სასურსათო უსაფრთხოება და სისტემური საკანონმდებლო უზრუნველყოფის მნიშვნელობა”; 1993-1998 წ.წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამართალდაცვის ორგანიზაციის რეფორმების სამთავრობო კომისიის საქმიანობის მიმოხილვა; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სწავლება საუნივერსიტეტო სივრცეში; ,,ეკონომიკური უსაფრთხოების სამართლებრივი შემადგენელი”; „სამართლებრივი უსაფრთხოების პრობლემა დაცვის უფლების განხორციელებაში“; ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების აქტუალური საკითხები.
„კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევართა ასოციაციის ორგანიზებით. კონფერენციაზე განხილული თემები მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებისთვის ცოდნის ამაღლების მიმართულებით, ასევე, ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს. ქართული სახელმწიფოებრიობა მრავალ საუკუნეს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ფაქტის გახსენება შეიძლება, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ქართული სახელმწიფოს სამართლებრივ ბაზას. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მნიშვნელოვანი გახდა ქართული სახელმწიფოს და სამართლის ისტორიის საკითხების პრობლემათა წინა პლანზე წამოწევა, ანალიზი და მეცნიერული არგუმენტების მოშველიებით საფუძვლიანი პოპულარიზაცია აქტუალური გახდა. მით უფრო, რომ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი არსებობს ქართული სამართლის ისტორიის კვლევის თვალსაზრისით. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება კონფერენცია, მით უმეტეს, რომ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ოპერატიულ-საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილების მქონე პოლიციის, უშიშროებისა და დაზვერვის სპეციალისტებმა, ასავე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა“, – აცხადებს ირაკლი გაბისონია.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა წიგნის — „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი საგადასახადო სამართალში“ — პრეზენტაცია.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...