სტუ-ში, დანტე ალიგიერის საზოგადოების დაფინანსებით, იტალიური ენის უფასო კურსები გრძელდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი „დანტეს კაბინეტი“, დანტე ალიგიერის საზოგადოების საერთაშორისო ქსელის რომის სათავო ოფისის დაფინანსებით, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, 2024-2025 სასწავლო წელს უფასოდ შეისწავლონ იტალიური ენა.
საერთაშორისო პროექტი დანტე ალიგიერის საზოგადოებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება.
იტალიური ენის უფასო კურსები, ძირითადად, განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს იტალიური ენის შესწავლა შემდეგი მიზნებით:
- იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება;
- Erasmus+ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
- კურსის ბოლოს, გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, ADA-ს (დანტე ალიგიერის საზოგადოების ატესტატის) მიღება;
- იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის PLIDA-ს მიღება.
პროექტი – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე „დანტეს კაბინეტის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, სტუ-ის სტუდენტებისთვის იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების შეთავაზება“ – 2022 წელს დაიწყო და მეორე ციკლის სახით გაგრძელდება 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მიერ საგრანტო პროექტში მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში.
პროექტი ითვალისწინებს იტალიური ენის შესწავლას კომპეტენციის A1–A2 დონეზე 2 სემესტრის განმავლობაში. უფასო კურსებზე, კონკურსის წესით, ჩარიცხულ 90 მსმენელს (სტუდენტს და/ან თანამშრომელს) საშუალება ეძლევა, გახდეს როგორც დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის ბარათის მფლობელი წევრი, ისე, ქვეყნიდან გაუსვლელად, იტალიური ენის საერთაშორისო კურსის ADA-ს მსმენელი.
იტალიური ენის უფასო კურსზე მსმენელების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს ან თანამშრომელს (მაქსიმუმ 15 თანამშრომელი).
იტალიური ენის უფასო კურსები ჩატარდება ჰიბრიდული სწავლების მეთოდით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ იტალიური ენა როგორც ონლაინ, ასევე, სააუდიტორიო სივრცეში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროექტის პირველი და მეორე ციკლთან დაკავშირებით:
ვინაიდან, საგრანტო პროექტის ფარგლებში, სტუ-ის 90 მსმენელისთვის (სტუდენტი ან თანამშრომელი) შეთავაზებულია იტალიური ენის უფასო სწავლების მეორე ციკლი, კონკურსში ხელახლა მონაწილეობის და A2-B1 დონეზე სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცემათ იმ მსმენელებსაც, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წელს პროექტის პირველი ციკლის გავლის შემდეგ უკვე ფლობენ იტალიურ ენას A1 დონეზე (მაქსიმუმ 15 მსმენელი, სტუ-ის სტუდენტი ან თანამშრომელი).
იტალიური ენის შესწავლის მსურველები კონკურსში მონაწილეობის პირობების დეტალურად გაცნობასა და კურსზე რეგისტრაციას შეძლებენ ბმულზე: იხილეთ აქ.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ოქტომბერი.
დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:
- info@dantetbilisi.ge | ტელ.: 574 52 59 66
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...