სტუ-ში დებატების საუნივერსიტეტო ტურნირი „პეითო“ ჩატარდება
13 მაისს, სტუ-ში, კარლ პოპერის სახელობის დებატების ფორმატით, საუნივერსიტეტო ტურნირი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობა მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
დებატების ტურნირი 6 კვირას გაგრძელდება და მიზნად ისახავს, სტუდენტებს დაანახოს ის, რომ ოპონენტის მიერ გამოთქმული მოსაზრება, არის მხოლოდ მისი შეხედულება, ამა თუ იმ მოვლენასთან მიმართებაში, რაც არ უნდა გახდეს პიროვნებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი.
დებატების ტურნირის სტრუქტურა აგებულია მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს მოსმენისათვის პოზიტიური გარემოს შექმნას. მონაწილე მხარეები სრულიად თანაბარ პირობებში არიან და მომხსენებელს გამოსვლის დროს სიტყვას არავინ აწყვეტინებს. ოპონენტები კი, ყურადღებით უსმენენ, ღირსეული ოპონირებისთვის.
დებატების თემები:
-
ეკოლოგია
-
განათლება
-
მასმედია
-
ჯანმრთელობა
-
ადამიანთა უფლებები
-
დასაქმება
-
ეკონომიკა
კარლ პოპერის დებატებში მონაწილეობას წელს, სამი წევრისგან დაკომპლექტებული 8 გუნდი მიიღებს, სადაც თითოეულ გამომსვლელს მკაცრად განსაზღვრული ფუნქციები ექნება.
დებატების ხარისხი მეტწილად დამოკიდებულია, მხარეთა მიერ არჩეულ პოზიციაზე, შესაბამისად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გუნდების მიერ საკამათო საკითხის შესწავლას. გამომსვლელები კარგად უნდა იცნობდნენ პრობლემას, რის გარშემოც უწევთ კამათი. ასევე სასურველია, მათი არგუმენტი გამყარებული იყოს შესაბამისი ფაქტობრივი მასალით.
რამდენადაც ფორმალური დებატი წარმოადგენს ერთგვარ სანახაობას, მისი უმთავრესი ელემენტია = გამომსვლელთა პრეზენტაბელურობა, ორატორული ხელოვნება და საუბრის დამაჯერებელი მანერა.
ფორმალური დებატების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის ოპონენტის აზრის პატივისცემა, შესაბამისად, მხარეები ერთმანეთს პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ; პიროვნული და სუბიექტური ფაქტორები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი.
დებატების ტურნირი, სტუდენტებს ეხმარება შემდეგი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში:
-
ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება;
-
იდეების ორგანიზებული სახით ჩამოყალიბება;
-
ზეპირი მეტყველების უნარი;
-
ემპათია და შემწყნარებლობა სხვადასხვა შეხედულების მიმართ;
-
საკუთარი თავის რწმენა;
-
გუნდური მუშაობის უნარი;
-
პრობლემის არსზე კონცენტრირების უნარი;
-
საჯარო გამოსვლის სტილის შემუშავების უნარ-ჩვევა.
პირველ ეტაპზე ტურნირისათვის სტუდენტების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მეორე ეტაპზე გადასულ სტუდენტებთან კი, დაინიშნება გასაუბრება.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...