სტუ-ში ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ლაიონ ტრანსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კომპანიის დირექტორმა გურამ ყველაიძემ მოაწერეს ხელი, სტუ-ის სატრანსპორტრო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერინგის ფაკულტეტზე ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის კონცეფცია საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა, ხოლო ლაბორატორიის აღჭურვა კომპანიამ დააფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, კომპანია ,,ლაიონ ტრანსი“ ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიას უზრუნველყოფს დარგის შესწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელი დანადგარებითა და მასალებით, როგორიცაა: ელექტროავტომობილის ელექტროძრავა; ელექტროავტომობილის მთავარი გადაცემა (რედუქტორი) დიფერენციალი; P-D-R გადამრთველი სელექტორი; ელექტროავტომობილის მაღალი ძაბვის აკუმულატორთა ბატარეა; ელექტროავტომობილის მაღალი ძაბვის ელექტროსადენები; ელექტრო დენის მიწოდების მარეგულირებელი ინვერტორი; მუდმივი დენის ძაბვის გარდამქმნელი (ე.წ. DC-DC გარდამქმნელი); აკუმულატორთა ბატარეის დამუხტვის მოდული და მოწყობილობა (კომპლექტი); აკუმულატორთა ბატარეის პორტატიული დასამუხტი მოწყობილობა.
მემორანდუმის თანახმად, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ლაბორატორიაში კვლევითი სამუშაოები დარგის წამყვან, უცხოელ (ჩინეთი/გერმანია) სპეციალისტებთან ერთად ჩაატარონ და ინდუსტრიის ყველაზე დიდ მწარმოებლებთან ერთად იმ სამუშაო პროცესში ჩაერთონ, რომელიც საჭირო და აუცილებელია დარგის შესწავლისა და განვითარებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა კომპანია „ლაიონ ტრანსის“ დამფუძნებლებს სტუ-ში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიის აღჭურვისთვის. როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, ლაბორატორია უკვე მზადაა ერთობლივი სამუშაოების ჩასატარებლად.
„ბოლო პერიოდში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი არაერთი ლაბორატორია გაიხსნა. განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა მშობლიური ალმა-მატერის გვერდით მისი კურსდამთავრებულები დგანან. სწორედ სტუ-ის კურსდამთავრებულები დაეხმარნენ ფაკულტეტს ლაბორატორიის აღჭურვაში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ლაბორატორიის შექმნის იდეა ეკუთვნის სატრანსპორტრო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერინგის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, აწ განსვენებულ ოთარ გელაშვილს, რომელმაც ბევრი მეცნიერული შრომა მიუძღვნა ელექტროავტომობილებს კვლევას. დარწმუნებული ვარ, ბატონი ოთარის უკვე ხორცშესხმულ იდეას წარმატებით განახორციელებს ფაკულტეტის ახალი მენეჯმენტი. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი სტიმულს მისცემს და ახალ სიცოცხლეს შესძენს საავტომობილო დარგის სასწავლო კურსის განვითარებას, რაც კომპანიის დამფუძნებლისთვის, ასევე, უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის წარმატების გარანტია იქნება. მადლობა მინდა გადავუხარო „ლაიონ-ტრანსის“ დამფუძნებლებს და წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებსა და მათ პედაგოგებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და “ლაიონ ტრანსს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერინგის ფაკულტეტის პერიოდულ გამოცემაში (რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი „ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“), გამოქვეყნდება, როგორც კომპანიის თანამშრომლების, ასევე „ლაიონ-ტრანსისა“ და ფაკულტეტის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად შესრულებული შრომები. ასევე, უნივერსიტეტი და კომპანია ერთობლივად ჩაატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებს. უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. კომპანია, უნივერსიტეტთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, ელექტროავტომობილების დანერგვის, გაუმჯობესების, გავრცელების და ეკოლოგიურობის, მათი ექსპლუატაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით ჩაატარებს კვლევას, შედეგები კი გამოქვეყნდება უცხოურ და ადგილობრივ გამოცემებში. კომპანიის თანამშრომლები სტუდენტებისათვის საჯარო ლექციებს წაიკითხავენ და ასევე, წარმატებულ სტუდენტებს კომპანიაში დაასაქმებენ.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...