სტუ-ში ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემებზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში IV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია – „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“, მიმდინარეობს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ (უკრაინა); კრემენჩუგის მიხაილო ოსტროგრადსკის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა); ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ოდესის საზღვაო აკადემია“ (უკრაინა); ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია; უკრაინის ინჟინერ-ელექტრიკოსთა ასოციაცია; საქართველოს ენერგეტიკის აკადემია; სს „ენერგო პრო ჯორჯია“; შპს „მონტაჟ ჯორჯია“; შპს „ელ ინდასტრი ჯორჯია“ და მასში 150-მდე მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. რექტორის მოადგილემ კონფერენციის თავმჯდომარეს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და თანათავმჯდომარეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. ზურაბ გასიტაშვილმა დარგის მნიშვნელობასა და კონფერენციის მიზნებზე ისაუბრა.
„კონფერენცია, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს, ენერგეტიკის დარგის ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემურ თემებს ეხება, როგორიცაა: ელექტროენერგეტიკული სისტემები და კომპლექსები; ელექტრომექანიკური სისტემები; ელექტრომოხმარების ტექნოლოგიები; ძალური ელექტრონიკა; ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები ენერგეტიკაში; განახლებადი ენერგიის წყაროები; ენერგორესურსების დამზოგავი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში; ენერგეტიკის ეკონომიკა, მენეჯმენტი, მართვა, რეგულირება; სპეციალისტების მომზადება ენერგეტიკის მიმართულებით და სხვ. მოხარული ვართ, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები და ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს, ცოდნას და ვიმსჯელებთ პრობლემების გადაჭრის გზებზე – სწორედ ეს არის კონფერენციის მისია“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.
როგორც უკრაინის კრემენჩუკის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ზაგირნიაკმა, აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მეგობრობა და თანამშრომლობა გასულ საუკუნეში დაიწყო და მრავალი ცვლილების, არსებული ვითარების მიუხედავად, ურთიერთკავშირი გაღრმავდა და უფრო მოცულობითი გახდა.
„ჩვენ ვიმსჯელებთ განახლებადი ენერგიების შესახებ, კერძოდ კი მზის ენერგიაზე. ამ კუთხით ჩვენი უნივერსიტეტი მრავალი წელია ნაყოფიერად მუშაობს. ჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი მასალები იმ კვლევებისა, რომლებზეც უკრაინელი მეცნიერები მუშაობენ, გავეცანით ჩვენი ქართველი კოლეგების წარმატებებს ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერები. იმედი გვაქვს, ისინი გააგრძელებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და მეგობრობას. მინდა გაცნობოთ, რომ მომავალ წელს, ივლისში, კონფერენცია სტამბულის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება და დიდი იმედი გვაქვს, მასში მონაწილეობას ისევ მრავალი მეცნიერი მიიღებს“, – განაცხადა მიხეილ ზაგირნიაკმა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ენერგიის ისეთი წყაროები როგორიცაა მზე და ქარი, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში სრულად ვერ შეძლებს ჩაანაცვლოს ენერგიის ტრადიციული წყაროები. თუმცა, არ უნდა ჩამოვრჩეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და დროულად და მაქსიმალურად ავითვისოთ ენერგიის ალტერნატიული წყაროებიც, ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობას ზიანი არ მივაყენოთ. ამ მიმართულებით ხელისუფლება სერიოზულად მუშაობს, მნიშვნელოვანია, პრობლემის გადასაწყვეტად რა წინადადებები ექნებათ მეცნიერებს, რომლებიც კონფერენციაზე სხვადასხვა თემებით წარდგებიან“, – განაცხადა პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების მუშაობა ოთხი მიმართულებით – ელექტროენერგეტიკული სისტემები და კომპლექსები, ელექტრომექანიკური სისტემები, ძალური ელექტრონიკა, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები ენერგეტიკაში,
ენერგოეფექტიანობა და განახლებადი ენერგიის წყაროები, ენერგო-რესურსების დამზოგავი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში; ენერგეტიკის ეკონომიკა, მენეჯმენტი, მართვა, რეგულირება, მიმდინარეობს. სექციებზე მოხსენებით 60 მკვლევარი წარდგება.
საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას შპს „მონტაჟ ჯორჯია“ უწევს, 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...