სტუ-ში IV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია – „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“, გაიმართება

News

მიმდინარე წლის 20-22 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღისამდი მიძღვნილი IV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია –  „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“, გაიმართება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან:

– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საქართველო);

– ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ (უკრაინა);

– კრემენჩუგის მიხაილო ოსტროგრადსკის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა);

– ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ოდესის საზღვაო აკადემია“ (უკრაინა);

– ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (საქართველო);

– უკრაინის ინჟინერ-ელექტრიკოსთა ასოციაცია (უკრაინა);

– საქართველოს ენერგეტიკის აკადემია (საქართველო); 

– სს „ენერგო პრო ჯორჯია“ (საქართველო);

– შპს „მონტაჟ ჯორჯია“ (საქართველო); 

– შპს „ელ ინდასტრი ჯორჯია“ (საქართველო). 

მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, ბმულზე: https://forms.gle/EHHYTjxeXU6PMBtJ7

საკონტროლო თარიღები:

2023 წლის 15 ოქტომბრამდე – რეგისტრაცია (ელექტრონულად);

2023 წლის 31 ოქტომბრამდე – გამოსაქვეყნებელი მასალების მიღება ელექტრონულად;

2023 წლის 10 ნოემბრამდე – შეტყობინება მასალის გამოქვეყნების თაობაზე.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის ფორმა:

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც დასწრებით, ასევე დისტანციურად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონები: (+995) 593 76 43 67, (+995) 595 29 00 44;

E-Mail: mppe@gtu.ge;

Internet: www.gtu.ge.

დეტალები იხილეთ აქ


Related

მოგვწერეთ