სტუ-ში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ენათმეცნიერ ავთანდილ არაბულსა და საზოგადოებრივი მოძრაობის – „ის რაც გვაერთიანებს“ – წევრ მეცნიერებს შეხვდნენ, სადაც 2026 წლის განმავლობაში იმ მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნას მიეძღვნება.
შეხვედრას, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე უძღვებოდა, ფაკულტეტების დეკანები, კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები და მეცნიერები, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თანამშრომლები, ასევე, ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტი და წევრები ესწრებოდნენ.
როგორც ვიცე-რექტორმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2024 წლიდან აქტიურად არის ჩართული ციკლური კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის – „ქართული თვითმყოფადობა“ – განხორციელებაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თაოსნობით შემუშავდა.
მისი თქმით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში ცნობილმა მეცნიერ-მკვლევრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არაერთი საინტერესო საჯარო ლექცია ჩაატარეს, რითაც სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაეანალიზებინათ საქართველოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც ქართული სახელმწიფოს უნიკალური კულტურა და ეროვნული ფასეულობები განსაზღვრეს, ასევე, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების, სახელმწიფოებრივი ხედვის, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ.
თამარ ლომინაძის განცხადებით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სკოლა, გამოხატავს უდიდეს სურვილსა და მზაობას, აქტიურად ჩაერთოს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნის მასშტაბურ ციკლურ ღონიძიებებში, რომლებიც მომავალი წლის მაძილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.
როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, ეროვნულ ღირებულებებათა და ფასეულობათა უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით, საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები, თეოლოგიის საუნივერსიტეტო კვლევითი ცენტრი, კვლევითი ინსტიტუტები, სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები.
თამარ ლომინაძის განმარტებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია ორგანიზებას გაუწევენ ინტელექტუალური რესურსების მობილიზაციას, რათა საუნივერსიტეტო სივრცეებში, წინასწარშემუშავებული ორიგინალური ფორმატით, მთელი საიუბილეო წლის განმავლობაში სამეცნიერო-აკადემიური ხასიათის ციკლური ღონისძიებები გაიმართოს.
თავის მხრივ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა და საზოგადოებრივი მოძრაობის – „ის რაც გვაერთიანებს“ – წევრმა მეცნიერებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს გააცნეს თავიანთი ხედვა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით და მიაწოდეს ინფორმაცია საორგანიზაციო საკითხებზე.
როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, საიუბილეო თარიღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აღნიშვნა საერთაშორისო მასშტაბითაც მოხდება, რაშიც ასევე აქტიურად ჩაერთვება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია – UNESCO.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...