სტუ-ში მეცნიერების ფესტივალი „GGSB 2024 Science Fest „The First 20 Years“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში, მეცნიერების ფესტივალი “ GGSB 2024 Science Fest “The First 20 Years” ჩატარდა.
მეცნიერების ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU), საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG), და ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან: იულიხის კვლევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლცის სახელობის ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლცის სახელობის ცენტრი (HZDR).
ღონისძიება სტუ-ის რექტორმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქართული მხრიდან უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრი ორგანიზაცია, მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან.
20 წლიანი ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გერმანიაში სტაჟირება გაიარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის მრავალმა სტუდენტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა.
გერმანელი პროფესორების მონაწილეობით საქართველოში ქართველი სტუდენტებისთვის ტარდებოდა და ტარდება შემოდგომის ლექციები. სხვადასხვა წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებს საჩუქრად გადაეცა გამზომი და კვლევითი აპარატურა, მათ შორის, მინი „MRI“ დანადგარი, რომელიც შესაძლებელია გამოიყენონ როგორც სწავლებისთვის, ასევე კვლევისათვის.
რექტორის თქმით, ამავე პერიოდში, გაერთიანებას გერმანული მხრიდან შემოუერთდა ჰელმჰოლც გაერთიანების ორი მძლავრი და ავტორიტეტული კვლევითი ცენტრი (Dresden-Rossendorf (HZDR) და ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევითი ცენტრი – GSI, ასევე, აახენის და კიოლნის უნივერსიტეტები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებების ციკლს, რომლის ფარგლებში შეჯამდება ჩვენი ერთობლივი საქმიანობის – მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიმართულებით მიღწევები. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდში, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით, მნიშვნელოვანი მიღწევები გვქონდა.
მადლობას ვუხდი პარტნიორებს, განსაკუთრებული მადლობა სებასტიან შმიდტს, ჯონ შას და ჰანს ტროერს, ისინი ამავდროულად ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები არიან.
პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები წარმატებით მონაწილეობდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში და დაჯილდოებული არიან შესაბამისი გრანტებით, რომლის ფარგლებში შესრულებული აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები.
2023 წლის 5 დეკემბერს ხელი მოეწერა „cooperation agreement in the framework of the GGSB-PLUS“, სადაც გერმანულ მხარესთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ხელმომწერი იყვნენ კონსორციუმის წევრი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
“GGSB-PLUS” ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა SMART ლაბორატორიის დაარსებას. ვიმედოვნებ, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გამყარდება ურთიერთთანამშრომლობა. წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო კოლეგებო”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
სამეცნიერო ღონისძიების „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab მიღწევები“, ერთკვირიანი Science Fest-ის ფარგლებში შეჯამდება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიღწევები.
საიუბილეო ღონისძიებებს მასპინძლობენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
მეცნიერების ფესტივალი ორ ნაწილად ტარდება: GGSB-ის სტატუსი და მომავლის ხედვა – თანამშრომლობის ისტორია, ძირითადი მიღწევები, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა, რაც წარმოდგენილი იქნება თსუ-ს და სტუ-ში დაგეგმილ ღონისძიებებზე; ქუთაისში, KIU-ში – ქართველი სტუდენტები და მოწვეული უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და სხვა.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...