სტუ-ში მზის ელექტროსადგური და თერმული სისტემების ლაბორატორია გაიხსნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში მზის ელექტროსადგური და თერმული სისტემების ლაბორატორია გაიხსნა.
ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი მატუშ ბუშოვკსი და საელჩოს წარმომადგენლები, სლოვაკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (STU) მკვლევრები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს, ასევე, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA), საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლები, გახსნა სტუ-ის ვიცე-რექტორმა.
პროფესორმა თამარ ლომინაძემ მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს მხარდაჭერისთვის და სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორმა აღნიშნა, მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების ლაბორატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სლოვაკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად SLOVAKAID-ის დაფინანსებით დამონტაჟდა სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე გაიხსნა კიდევ ერთი, ევროპული სტანდარტის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების ლაბორატორია აუცილებელია პროფესიული განათლების მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიან პროგრამას, ოთხი მიმართულებით: ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი); ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემების მონტაჟი); ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერების და ღუმელების მონტაჟი); ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი), სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ისინი ამ სივრცეში გაივლიან სწავლებას. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს და წარმატებები ვუსურვო ენერგეტიკის ფაკულტეტს“, — განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სლოვაკეთის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განხორციელდა პროექტი — „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისა და შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის სფეროში“, რომელშიც ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც იყვნენ ჩართულნი.
„ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოქმედებს მემონტაჟეთა გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა. სასიხარულოა, რომ მალე კიდევ ოთხ პროგრამას დავიწყებთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავამზადოთ ორი მიმართულების ენერგოაუდიტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამებია. ფაკულტეტს ექნება რვა პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც უნივერსიტეტის, ასევე ქვეყნისთვის. მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების ლაბორატორია კი მაღალკვალიფიციური კადრის მომზადების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ლაბორატორია მაქსიმალურად უნდა იყოს სტუდენტებით დატვირთული და მაქსიმალურად უნდა მოვარგოთ სტუდენტებს, ჩავატაროთ სხვადასხვა კვლევა და ა.შ. ანუ, სტუდენტებს, გარდა იმისა, რომ მათი მუშაობის პრინციპები უნდა ვასწავლოთ, უნდა მივცეთ საშუალება, ნახონ რა სიკეთეს გვაძლევს მზის ენერგია, როგორც ცხელი წყლის, ასევე ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს პროექტის განხორციელების ინიციატივისთვის, ასევე, სლოვაკეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს პარტნიორობისთვის”, — აცხადებს ლენა შატაკიშვილი.
მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების ლაბორატორია გაიხსნის ღონისძიების დასასრულს, ჩატარდა ორსექციიანი სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასვე სლოვაკი მკვლევრები და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...