სტუ-ში ReINNOVA-ს შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში, „ფიქრის ლაბორატორია“ დაფუძნდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – ფარგლებში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა. როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, ReINNOVA საგრანტო განაცხადის საფუძველზე დაფინანსებული პროექტია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველო კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი.
ვიცე-რექტორის თქმით, პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება და განათლებაში დამსაქმებლების მონაწილეობის უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი, სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ავტორობითა და უშუალო ხელმძღვანელობით იქნა წარდგენილი და რომელმაც 2023 წელს მსოფლიო ბანკის, საქართველოს I2Q ინოვაციის, ინკლუზიისა და ხარისხის პროექტის (CIF) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტების 6 საგანმანათლებლო პროგრამაში ReINNOVA-ს პილოტირებას და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს ვულოცავ მორიგ გამარჯვებას და კონფერენციის მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვიცე-რექტორმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის – კილის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მეწარმეობის დირექტორი. პროფესორმა კოლინ რიგბიმ კონფერენციის მონაწილეებს პროექტის ეგიდით მომზადებული სამომავლო მდგრადი განვითარების გეგმა გააცნო და ისაუბრა პროექტის მნიშვნელობასა და მსგავსი პროექტების მართვაში კილის უნივერსიტეტის გამოცდილებაზე.
პროფესორ რიგბის განცხადებით, პროექტის ძირითადი არსი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბრიტანული პრაქტიკის აპრობირებაა, რაც ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით, ბიზნესთან თანამშრომლობის პრაქტიკის სტიმულირებას, ასევე, მდგრადი მიზნების მისაღწევად აღნიშნული მეთოდიკის ინსტიტუციონალიზაციას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, დაგეგმილია აქტიური თანამშრომლობა სასწავლო და კვლევითი მიმართულებით.
კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე პროექტის გუნდის წევრებმა საანგარიშო პრეზენტაცია წარმოადგინეს, ასევე, საზოგადოებას პროექტის შედეგები და პროექტის ეგიდით შექმნილი ვებპლატფორმა გააცნეს.
პროექტ ReINNOVA-ს შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში, „ფიქრის ლაბორატორია“ დაფუძნდა. კონფერენციის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ კილის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეწარმეობის დირექტორი, პროფესორი კოლინ რიგბი და კილის უნივერსიტეტის ციფრულ და კრეატიულ ინდუსტრიებთან პარტნიორობის განვითარების სპეციალისტი ემმა ბონფილიო.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...