სტუ-ში სამეცნიერო კონფერენცია „კავკასია-ევროპა-ამერიკა“ გაიმართა
img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კავკასია – ევროპა – ამერიკა“ გაიმართა.
სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-კავკასიური თანამშრომლობის ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პროექტის კოორდინატორმა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ ფაჟავამ და კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ.
როგორც პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ემზარ ფაჟავა აღნიშნავს, კონფერენციის თემატური მიმართულებები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებია, მიზანი კი სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებში ევრო-ატლანტიკური კვლევების მხარდაჭერაა.
„მოხარული ვარ, რომ კონფერენცია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენას – ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემას დაემთხვა. მსურს ყველას მივულოცო ეს დიდი წარმატება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს სამეცნიერო კონფერენციაც ევროინტეგრაციული კვლევების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა. ხელშეწყობისთვის გულწრფელი მადლობა უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კონფერენციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, – აცხადებს ემზარ ფაჟავა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევრები, დოქტორანტები და მაგისტრანტები მონაწილეობდნენ. საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნდება მოხსენებათა კრებულში – „ევროპული კვლევები“, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე: http://jeanmonnet.gtu.ge
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...