სტუ-ში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა
„სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს. ჩვენი, ამ საოცრად მოტივირებული, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდების პედაგოგების საერთო პასუხისმგებლობაა, გავამართლოთ მათი მოლოდინი”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა განაცხადა სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” ეგიდით გაიმართა.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით მიმდინარეობს. კვირეული, რომლის მიზანიც ახალგაზრდა მკვლევართა პოპულარიზაცია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარება და სტუდენტთა მეცნიერებით დაინტერესებაა, პოზიციონირებს ლოგოთი, რომლის ავტორიც, ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი ნიკა ცეცხლაძეა.

სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 56 სექციას მოიცავდა:
- სამშენებლო ფაკულტეტზე 4 სექციაზე ნაშრომი წარადგინა 25-მა სტუდენტმა;
- ენერგეტიკის ფაკულტეტზე 8 სექციაზე – 63-მა სტუდენტმა;
- სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე 2 სექციაზე – 39-მა სტუდენტმა;
- ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე 6-მა სექციამ იმუშავა და 54-მა სტუდენტმა წარადგინა ნაშრომი;
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექციაზე, 22-მა სტუდენტმა;
- სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე 1 სექციაზე, 22-მა სტუდენტმა;
- სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 22-მა სტუდენტმა;
- ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე 8 სექციაზე, 84-მა სტუდენტმა;
- დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1 სექციაზე 3-მა სტუდენტმა;
- აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე 5 სექციაზე 47-მა სტუდენტმა;
- ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 4 სექციაზე 24-მა სტუდენტმა;
- საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 7 სექციაზე 24-მა სტუდენტმა;
- მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე 1 სექციაზე 21-მა სტუდენტმა.

როგორც დევი ხვედელიანმა განაცხადა, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების საუკეთესო სტუდენტებმა 500-მდე ნაშრომი წარადგინეს.
“კონფერენციაში, რომლის ორგანიზებაში ფაკულტეტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იყო ჩართული, მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, წარმოდგენილი იყო 500-ამდე ნაშრომი და კვლევა. კონფერენციის მუშაობა წარიმართა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ისეთ თემებზე, როგორიცაა: საინჟინრო მექანიკა; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა; ჰიდროინჟინერია; თბო და ჰიდროენერგეტიკა; ელექტროენერგეტიკა, ელექტრონიკა და ელექტრომექანიკა; საინჟინრო გეოდეზია; სამთო ტექნოლოგია; გეოლოგია; ნავთობის და გაზის ტექნოლოგია; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია; მეტალურგია, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავება; არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობა (ურბანისტიკა); კომპიუტერული ინჟინერია; საინჟინრო კიბერნეტიკა; ფიზიკა; მათემატიკა; მანქანათმშენებლობა, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებებით – უცხო ენები და კომუნიკაცია; ეკონომიკა და ბიზნესის მართვა; სამართალი; თეოლოგია და სხვა. ამ მიმართულებებით სტუდენტების წარმოდგენილი მაღალკვალიფიციური თემები და კვლევები განთავსდება ნაშრომთა კრებულში.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ, წარმოდგენილი 500-მდე ნაშრომიდან 120 ნაშრომი საუკეთესოდ მიიჩნია და, შესაბამისად, მათი ავტორები სამი საპრიზო ადგილიდან, პირველ ადგილზე გავიდნენ. გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...