სტუ-ში VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია” ჩატარდება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია” ჩატარდება. კონფერენციის ორგანიზატორია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, პარტნიორები – სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი (გლივიცე, პოლონეთი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი.
VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, რომელიც კერძო და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო ფორუმს წარმოადგენს, სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძეა. კონფერენცია ორდღიანია და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები და მკვლევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს 15 წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერები, მკვლევრები და სტუდენტები.
„კონფერენციაზე ჯამში წარმოდგენილია 50-მდე სამეცნიერო მოხსენება და კვლევის შედეგები რომლებიც ეხება საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დარგში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებს და განვითარების ტენდენციებს. ასევე, მოძრავი შემადგენლობისა და ტექნოლოგიური ტრანსპორტის დინამიკას, სატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკის, მონიტორინგის, ტექნიკური მდგომარეობის და მომსახურების საკითხებს, ტრანსპორტის საინფორმაციო სისტემებს და ტექნოლოგიებს, ინტელექტუალურ სატრანსპორტო სისტემებს, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის საკითხებს და სხვა აქტუალურ თემებს“, – აცხადებს დეკანი.
ინფორმაციისთვის: VIII ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მუშაობას დაიწყებს 16 ოქტომბერს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, კონფერენციის ფარგლებში, ესტუმრება 6 ქვეყნის 12 დელეგაცია. 17 ოქტომბერს კონფერენციის სასესიო მუშაობა გაგრძელდება ქართულ და საერთაშორისო სასესიო პანელებად. კონფერენცია ოფიციალურად დაიხურება 18 ოქტომბერს. კონფერენციის ბიზნეს პარტნიორები არიან კომპანიები „ავტოტექნო“; „ავტობანი“; „ლაიონტრანსი“ და „გრინვეი“.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...