UNESCO-ს უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ონლაინ ლექცია- “ხელოვნური ინტელექტი და უმაღლესი განათლება”

News

11 სექტემბერს, 4:30-დან 5:30 საათამდე (ცენტრალური ევროპული დრო), UNESCO-ს უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ონლაინლექცია- “ხელოვნური ინტელექტი და უმაღლესი განათლება”, ჩატარდება.

პირველი სესიის თემაა- “როგორ ავითარებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანის შემეცნებას და პედაგოგიკას” და მას წარუძღვება კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი დუნკან ფრითჩარდი. პროფესორი ისაუბრებს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტი ჩვენი აზროვნების, სწავლის და სწავლების გზების ფორმირებაზე, ასევე კრიტიკული აზროვნების და საგანმანათლებლო პრაქტიკის პროცესში მის უარყოფით მხარეებზე.

ლექციების ციკლი ექვსთვიანია და მას წამყვანი საერთაშორისო სპიკერები უძღვენიან. პირველი ლექცია კი, გახსნის აკადემიურ დიალოგს თემაზე, თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებს განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოტანილი ძირეული ტრანსფორმაციების, როგორც ფორმირება, ისე მათთან ადაპტაცია. 

სესიები ჩატარდება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე სინქრონული თარგმანით. 

ლექციების ფორმატის და სრული კალენდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.unesco.org/en/articles/how-does-ai-shape-human-cognition-and-pedagogy 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://unescoorg.zoom.us/meeting/register/1n7LHNs_TnSX8Ss89K1sig#/registration


Related

მოგვწერეთ