ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (VŠB - Technical University of Ostrava)
student
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2024

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტი (Faculty of Safety Engineering, VŠB – Technical University of Ostrava) (ოსტრავა, ჩეხეთის რესპუბლიკა) აცხადებს კონკურსს გლობალურ პოსტსადოქტორო სასტიპენდიო პროგრამაზე 2024 – Global Postdocs Fellowships 2024.

პოსტდოქტორანტებს (ახალგაზრდა მეცნიერებს) შესაძლებლობა ეძლევათ, 24-36 თვის განმავლობაში მორავია-სილეზიის რეგიონული გრანტის ფარგლებში, VSB-TUO უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე ჩაატარონ კვლევები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა შრომის დაცვა და უსაფრთხოება; ტოქსიკურობა; რისკების მართვა; სახანძრო უსაფრთხოება; აფეთქება-უსაფრთხოება და სხვ.

სტიპენდიის რაოდენობა დაახლ. 4200 ევროა თვეში, სამუშაო დატვირთვა – 32-40 საათი კვირის განმავლობაში; გათვალისწინებულია სტაჟირება შესაბამის საწარმოში.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და მაქსიმუმ 8-წლიანი სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება დისერტაციის დაცვის პერიოდიდან.

პოსტსადოქტორო სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი  CV და სამეცნიერო-კვლევითი პროექტი (მაქს. 1 გვერდი) მიმდინარე წლის 31 იანვრამდე  უნდა გააგზავნონ პროექტის მენეჯერთან, ქალბატონ ბარბორა დვორჟაკოვასთან (Barbora Dvořáková), ელ.ფოსტაზე: barbora.dvorakova@vsb.cz.

სამეცნიერო კონტაქტი: პროფ. ალეშ ბერნატიკი (Aleš Bernatík)

ელ.ფოსტა: ales.bernatik@vsb.cz

ადმინისტრაციული კონტაქტი: პროექტის მენეჯერი ბარბორა დვორჟაკოვა (Barbora Dvořáková)

ელ.ფოსტა: barbora.dvorakova@vsb.cz

მოგვწერეთ