student
სწავლების ენა ENG
სასწავლო წელი 2026/2027

იტალიაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია Rondine – Cittadella della Pace აცხადებს განაცხადების მიღებას World House 2026–2027 საერთაშორისო პროგრამაზე, რომელიც წარმოადგენს სრულად დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამას კონფლიქტების ტრანსფორმაციით, ლიდერობითა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 21-28 წლის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამას 2026 წლის ივლისამდე დაასრულებენ. შერჩეული მონაწილეები 18 თვის განმავლობაში ისწავლიან და იმუშავებენ Rondine-ის საერთაშორისო კამპუსში, ტოსკანაში (იტალია), სადაც პარალელურად დაეუფლებიან კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და ლიდერობის პრაქტიკულ უნარებს და მიიღებენ M1 მაგისტრის ხარისხს იტალიაში.

მონაწილეთა სურვილის შემთხვევაში, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია დამატებითი 6-თვიანი ტრენინგი სოციალური პროექტების დაგეგმვის მიმართულებით.

პროგრამაში მონაწილეობისათვის ენის ცოდნის სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობს. განაცხადის წარდგენა შეუძლიათ სხვადასხვა აკადემიური მიმართულების სტუდენტებს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 იანვარი.

დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.

დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული საერთაშორისო შესაძლებლობა პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის.

მოგვწერეთ