TÜBİTAK თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭოს საგრანტო პროგრამები ქართველი მკვლევრებისათვის
თურქეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების საბჭო (TÜBİTAK – The Scientific and Technological Research Council of Türkiye) ქართველი მკვლევრებისათვის აცხადებს კონკურსს საგრანტო პროგრამებზე.
გამოცხადებულია ორი კონკურსი:
- საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის;
აღნიშნული საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით. პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მიმდინარე წლის 30 აპრილამდე, ელექტრონული ბმულის საშუალებით.